ვლოცულობ შენთვის...
42, Tbilisi, Грузија

ვლოცულობ შენთვის...

მაგრამ წავალ...

მარადისობის ბნელ ბურუსსა და მშობელი მიწის თბილ წიაღში ვპოვებ სიმშვიდეს...

და რადგან მართლაც წუთისოფლის ვიყავ სტუმარი,მოულოდნელად შევატოვებ ბოლო სასმისს მაცდურ მასპინძელს...

მე წავალ უხმოდ,უხმაუროდ,უსაყვედუროდ...დაღლილი გულის ყრუ ტკივილებით და ჩუმი სევდით, და ჩუმი ნატვრით,რომ თუნდაც ერთი ახლობელი მყოლოდა გვერდით...

ისე ყარიბად, უნუგეშოდ, მოუფერებლად, შიშით და ძრწოლვით,მარტოდმარტო,შევაღებ კარებს იმიერსოფლის...

იქნებ გგონია მიგატოვებ?!

არც გაიფიქრო,ჩემი სული კი შენს გარშემო იქნება მუდამ,ოღონდ გახსოვდე, და გახსოვდეს ის სიყვარული, რომლითაც სავსე გული დაგვქონდა მუდამ...

მე გევედრები , რომ ამინთო ერთი სანთელი,ჩუმი ლოცვით,ჩუმი ვედრებით,უსმინე საათს სამარემდე რომ მიმაცილა,როგორც ერთგულმა მეგობარმა და ჩემი ყოფნის ბოლო ჟამი დააფიქსირა....

რა დრო გასულა, დიდიხანია აღარ მესმის შენი გულის ხმა, შენი ძახილი.

მაგრამ საათი, ჩემი საათი,შეუჩერებლივ ითვლის წამებს ახლა უკვე ჩემი არყოფნის...

და გევედრები როგორც არასდროს.... ილოცე ჩემთვის...

ო... როგორ ვნატრობ ილოცონ ჩემთვის....

ვინ???

ღმერთო ძლიერო, შეაძლებიმე ჩემი სულისთვის ეს ლოცვა ვინმეს...

მე შენ მიყვარდი ჩემი გულის ბოლო ფეტქვამდე, და ახლა უკვე მეყვარები სამარადჟამოდ....

ვლოცულობ შენთვის, ჩემო ერთო, ჩემო ღვთაებავ.........

6 views
 
Коментари
anikoaniko 14.09.2009

ulamazesi grcnobaa----SIYVARULI!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes