შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები...
42, Tbilisi, Грузија

შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,

მწყურალს სიყვარულით,კოცნა ეამება,

შენთან გათელილი ტრფობის ღამეები,

წარსულს გავატანო თვალებს ენანება.
ან კი რა მქონია,წარსულს რომ გადავცე.

თითო შეხება და თითო გაღიმება,

ან რა ვუსახსოვრო გული გამიძარცვე,

თავად გამიძარცვე შენი მოგონება.

შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,

სიტყვა დამწყვდეული უნდა გავაჭენო,

როდის ამიშენე შენს წინ დარაბები,

ჩემი გაზაფხული რომ ვერ გავაშენო?!

ჩემი სიყვარული ნაყოფს ვერ მოისხავს,

სარწყავს კალაპოტი თავად შეუცვალე,

მაგრამ გაიხარებს როგორც სარეველა,

როგორც სარეველა აღარ შეგიბრალებს.

შენთვის გაილეშა ჩემი ბაგები,

ბოლო სასმისიც და სული დაილევა,

ასე გაფერმკრთალდა შენი სინატიფე,

ჩემში სარეველას რომ ვერ შეელევა.

ფრთები დაალეწე შენ ჩემს შემოდგომას,

შავ-თეთრ ფოთოლცვენას წითლად დაათოვე,

გული ამატკივე შენგან შეხვეული,

და შიგ სიყვარული ვეღარ დავაგროვე.

 
 

8 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes