მღუპავს სიყვარული ......
42, Tbilisi, Грузија

წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა.
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
შენთვის აღარ დამრჩა დედა.
ყველა მეგობარი დამეფანტა
ქარიც აღარ ჩადგა ბედად,
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
ვისღა მივაკითხო დედა?
კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა
იქცა ფრთამოტეხილ გედად
ან მარადისობა, რომ არსებობს
რატომ არ მითხარი დედა!
ფიქრთა ღრუბელია მარტოობა
ფიქრმა დამიბნელა მზე და
რატომ არ მასწავლე სიძულვილი
მღუპავს სიყვარული დედა
 

13 views
 
Коментари
pandora 23.09.2009

:))

elina 15.09.2009

მღუპავს სიყვარული დედა... *THUMBS UP*

Blog
Blogs are being updated every 5 minutes