Tea Mirazanashvili's blog

Tea Mirazanashvili
40, Tbilisi, Грузија

ნუ დაიჯერებთ, გაზაფხული მოვიდა თითქოს, ან რას უყურებთ კალენდარზე რომელი თვეა? თუკი შენს გულში სუსხიანი ზამთარი მეფობს, თუკი თვალებში ცრემლიანი თებერვლის დღეა, მაშ, რა აზრი აქვს კალენდარზე რომელი თვეა...


25.03.2012

არ უსმინოთ სხვებს, რომლებიც ნეგატიურად ან პესიმისტურად უყურებენ სამყაროს, რადგან ისინი წაგართმევენ თქვენს სანუკვარ ოცნებებს და მისწრაფებებს, რომლებიც გულის სიღრმეში გაქვთ შენახული!
ყოველთვის გახსოვდეთ, რა ძალა აქვს სიტყვას, რადგან ყველაფერი, რაც გესმით და რასაც კითხულობთ, აირეკლება იმაზე, რასაც აკეთებთ!
და ამიტომ: ყოველთვის პოზიტიურად უყურეთ სამყაროს!
და მთავარია:
მოიყრუეთ ყურები, როცა გეუბნებიან, რომ თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარი მიზნების განხორციელებას!


სიყვარული ყველაზე ძვირფასი რამ არის იმ ყველაფერს შორის, რისი გაცემაც კი ადამიანს შეუძლია... და ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტია ის სიყვარული, რომლის გაცემის სანაცვლოდ არაფერს ველით


- ჯობია დაგაკლდე, იმიტომ რომ ჩემით არაფერი შეგმატებია.. !


წუხელ დაგხატე...

სევდიანი დაგხატე წუხელ,

თოვდა და თითქოს უშედეგო იყო ეს თოვაც.

ფილტვების ქშენით ქარებს ახალ ტკივილებს ვუმხელ,

ადრე თუ გვიან, შენამდეც რომ უთუოდ მოვა.


გუშინ მიყვარდი...

სევდიანი მიყვარდი გუშინ.

(თუ გაუგებენ პოეტები, მხოლოდ, ერთმანეთს)

დილაადრიან ცა ფანჯარას სისველეს უშენს,

არადა წუხელ სევდისფერად თოვდა ღმერთმანი.


ამბობდნენ, ალბათ, ქარიშხლები: ითხოვს მეტისმეტს,

როცა მინდოდა უფრო მეტი, მეტი ეთოვა.

ბევრს ნუ იფიქრებ, ვერ გაუგებ იმ პოეტის ბედს,

მისალმებით რომ სამუდამოდ გამოგეთხოვა.


გუშინ დაგხატე...

სევდიანი დაგხატე გუშინ,

ვცდილობდი შენი სიახლოვე ფანქრით მეპოვნა.

თოვდა და თვალებს ეყრებოდა ფანტელი ნუშის,

თოვდა და თითქოს უშედეგო იყო ეს თოვაც...


28.07.2012

ველა აქ არის და მაინც მე გთხოვთ, კარი ცოტა ხნით დატოვოთ ღია... ცარიელია ის ერთი სკამი და იქნებ ვიღაც მოვიდეს გვიან!... 90514912014f.jpg


28.07.2012

"მე აღარ მინდა ვიფიქრო და ამ ფიქრმა სევდა მომგვაროს,ალბათ მოვკვდები შენი გული რომ ვინმემ მომპაროს" tumblr_m37rlychGk1qf80m9o1_500_large.jpg


02.10.2012

ერთ პატარა ბავშვს კითხეს ქრისტე ვინააო და უპასუხა ქრისტე იმდენად დიდია რომ მთელი დედამიწა ვერ იტევს და იმდენად პატარაა, რომ ჩემს გულში ეტევაო ♥


ალბათ განშორებაც ლამაზია, თუ ის ისევ ნახვის სურვილს ბადებს... ალბათ მარტოობაც ლამაზია, მისი მონატრებაცთუ გაწვალებს. ალბათ სიმახინჯეც ლამაზია, როცა გულით გიყვარს შენი სატრფო, ალბათ სიყვარულიც ამას ქვია, როცა შორს არის და მაინც გათბობ




310911869.jpg


ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს."


Blog
Blogs are being updated every 5 minutes