tika19's blog

tika19
32, Tbilisi, Грузија

13.10.2013

gamarjobaaaaaaaaaaaaaaa zauriiiiiiiiiiiiiiii :D :D


21.06.2013

წუხელ შუაღამით უფალს ვესტუმრე
შენთან გაუშვი წმიდა ზარები,
ტკბილად გეძინა ვერ გაიგონე
შენთვის ვილოცე ჩუმი აზრებით.
წუხელ შუაღამით წმინდანს ვესტუმრე
სევდით აივსო ჩემი თვალები
გულით ვილოცე გთხოვ დამიჯერო
ხელი ჩამგკიდე დაიკარგები.
ეხლა ამწუთას ისევ ვესტუმრე
მას მივაწოდე ჩემი აზრები,
ვდგავარ და გულით შეზე ვლოცულობ
რომელი გზითაც დაიარები.
სხვა რაღა გითხრა ღმერთმა დაგლოცოს
გულში ბზარი მაქვს ნაიარებით,
უფალს შევთხოვე შენ კარგად იყო
მასვე მივანდე ჩემი განცდები


20.02.2013

:D :D :D :D


24.04.2013

თუ მზერას მალავ, თუ ღიმილს მალავ,
მაშინ მივეცე მე უწყლოდ გვალვას,
მწყურვალებითა შენით აღვსილსა
სულს ზეცას მივცემ, გულს კი მახვილსა.

იოტის ოდენ სიყვარულს გიმხელ,
შენკი ლამაზად სულ სხვაგან ილხენ,
დალხინებითა შენით მოგებულს
განგებ მომიწყო ბედმა უბედურს.

ამდენი ლექსი, ამდენი აზრი,
ფუჭად ვაქციე მე ჩემი საზრით,
რადგან არამყავს არვინ სალექსე,
მაგრამ გონებით ისევ გავლექსე.
ისევ ავწიე მე ჩემი ღუზა და იალქნებიც ავაფრიალე,
ხელი ჩავკიდე მჭიდროდ ვარსკვლავებს
და გეზი მივეცი უცხო ნაკვალევს.

მოკლედ მოგითხრობთ რა მიდევს გულში,
მაგრამ ვერცერთი ჩამწვდება სულში,
რადგან გეზი მაქვს უკვე გამქრალი
და სიყვარულიც სადღაც ჩამქრალი.!!


23.03.2013

დაასრულეთ ფრაზა "მე რომ ამ გვერდის ადმინი ვიყო ..."


21.05.2013

ღამის ფერები მეფერებიან,
მთვარე მავიწყებს სევდას,
ისევ მარტო ვარ ახლა ოთახში,
შენ მახსენდები, დედა!
უცებ გაფრინდა ჩემი ბავშვობა,
ზოგჯერ სიზმარშიც გხედავ,
რა სიყვარულით გამოზრდილი ვარ,
არ მავიწყდება,დედა.
მთვარემ მაჩუქა თავის ნათელი
ღამემ ლიცლიცი ფერთა,
დავაკვირდები დაქარგულ ფარდებს,
გამახსენდები,დედა!
და მთარიანი ჩემი ოთახი
ჰგავს მონატრების სევდას,
მე არასოდეს დამავიწყდები
ჩემო ძვირფასო,დედა.


21.05.2013

♥●●♥
ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ არ მოგატყუოს ლამაზო ქალო,
იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს,იგი არასდროს არ შეიყვარო.
შეხედულება შენ ნუ მოგხიბლავს,გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი,
ის კი არ კმარა ილაპარაკო:მე მყავს ლამაზი შეყვარებული.
ლამაზ ტანსაცმელს,მდიდრულ ცხოვრებას,შენში არასდროს ქონდეს დიდება
"სული ეძიე ადამიანში,ხორცი ბაზარშიც კი იყიდება!
ნუ გაგიტაცებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი,მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:
» "კაცია ყველა ადამიანი?" » ♥●●♥


21.05.2013

ტირი
ჰო, ვტირი-მერე და რატომ ?
ეს ქარმა მკითხა დარჩენილს მარტო
გიყვარს?
ჰო, მიყვარს
რამ, შეგაყვარა დამძახის ქარი
მე უფრო მეტად მომაწვა დარდი
ქარი კი დაჰქრის დღისით და ღამით
და მეკითხება: რად გიყვარს მაინც?
თუ გიღალატა და მიგატოვა
ის სიყვარულის რაღა ღირსია
დამნაშავეა მაგრამ რა ვუყო
რომ ჩემი გული მხოლოდ მისია
პატარა ქარო! ნუ გადამრიე
აღარ ვუყვარვარ ის ხომ სხვისია
გაჩუმდი ქარო ნუ ვეყვარები
არ დავუჩოქებ ნება მისია,
მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს
არავის ვაძლევ სესხად, ნისიად.
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში
ისევ გაისმა ქარის ზუზუნი,
მტვრის კორიანტელს ცაში ახვევდა
მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული
მარტო ის გიყვარს? მკითხა ჭადარმა
მარტო იმისთვის ტირიხარ ასე!
ვუწყრები იმას ვინც ამისთანა
ძლიერ სიყვარულს დაასამარებს,
და შენისთანა გულის მეუფეს
გართობის ფიქრთან გაათამაშებს
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად
ქარს მოჰყვებოდა ცრემლების წვიმა
და ჩემთან ერთად ტიროდა ყველა
ქარი, ჭადარი,…


ზოგჯერ ყველაფერს გაცრეცილს ვხედავთ ,ზოგჯერ არაფერს აქვს თავის ხიბლი,მაგრამ სიყვარულს ჩვენ მაინც ვბედავთ ცხოვრებას მაინც გრძნობებით ვითვლით.ზოგჯერ დარდიანს სიკვდილიც გვიხმობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვბედავთ მისვლას,ცხოვრება მაინც თავისას ითხოვს,ცხოვრება მაინც გვიჩვენებს მიზანს.ბევრი აღმართი ჩაივლის დაღმართს შეენაცვლება მთებს ვაკეები...მაგრამ ისინი სიყვარულს არ გავს,როგორც ყვავილებს მებაღეები....ზოგჯერ ცრემლები კაცებსაც შვენითისევე როგორც ქალებს სინაზე,ზოგჯერ ტკივილებს იმედი შველისდა ახალ დილით ხედავს სინათლეს.ზოგჯერ სიყვარულს გაურბის ვიღაც,მაგრამ ეს გრძნობა ჩვენი მხსნელია.ვაღიაროთ რომ როდესაც გვიყვარს ცხოვრება მართლაც მშვენიერია...ჩვენ ვიარსებებთ და არ ვიცხოვრებთ თუ არ ვიგრძენით სხვა გულის ფეთქვა.სიყვარულისთვის გვიღირს სიცოცხლე და ამ სიცოცხლეს ვეძახით ჩვენ მათ..


21.05.2013

იცით როდის ვარ მე ბედნიერი? -როცა თქვენს თვალებს მომზირალს ვხედავ,
როცა გულს სევდით განაწამები, დარდს დაავიწყებთ ღიმილით ყველგან.
იცით როდის ვარ მე ბედნიერი? -როცა მონატრულს გიხილავთ ყველას,
როცა თქვენს ახლოს გრძნობით დავთვრები და სიყვარულით დაგკოცნით ყველას!!!
ბედნიერება მე ღმერთმა მომცა, თქვენით გავზომე ჩემი სამყარო, გული გაგიღეთ, სულშიც აგივსეთ, მეამაყებით უკიდეგანოდ! ვიცი არასდროს მე არ ვარ მარტო, ჩემთან ხართ ყველა, ვსუნთქავ თქვენს გამო, როგორც დანისლულ მთას ოხშივარი, ამედევნება ლოცვა თქვენს გამო.
განვლილ დღეების დამდევს ალერსი, გადაგვივლია სიმღერით წყარო,
რამდენი დაგვრჩა მოსაგონარი, რამდენი კიდევ მომავალს ამკობს.
ყველას გავედრებთ უფლის დიდ ძალას,
ზეცა ღვთის კალთად გადმოგეფაროთ,
დაგლოცოთ დიდმა წმინდა გიორგიმ და
დედა ღვთისამ გზა გაგიკვალოთ!!


Blog
Blogs are being updated every 5 minutes