24.04.2013
Siyvaruli
32, Tbilisi, Грузија

თუ მზერას მალავ, თუ ღიმილს მალავ,
მაშინ მივეცე მე უწყლოდ გვალვას,
მწყურვალებითა შენით აღვსილსა
სულს ზეცას მივცემ, გულს კი მახვილსა.

იოტის ოდენ სიყვარულს გიმხელ,
შენკი ლამაზად სულ სხვაგან ილხენ,
დალხინებითა შენით მოგებულს
განგებ მომიწყო ბედმა უბედურს.

ამდენი ლექსი, ამდენი აზრი,
ფუჭად ვაქციე მე ჩემი საზრით,
რადგან არამყავს არვინ სალექსე,
მაგრამ გონებით ისევ გავლექსე.
ისევ ავწიე მე ჩემი ღუზა და იალქნებიც ავაფრიალე,
ხელი ჩავკიდე მჭიდროდ ვარსკვლავებს
და გეზი მივეცი უცხო ნაკვალევს.

მოკლედ მოგითხრობთ რა მიდევს გულში,
მაგრამ ვერცერთი ჩამწვდება სულში,
რადგან გეზი მაქვს უკვე გამქრალი
და სიყვარულიც სადღაც ჩამქრალი.!!

3 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes