G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Грузија

მოვალ, სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
ახლოს მომიშვი და ამატირე.

მოვალ ბეთანიას დაგიკოცნი,
მწუხრზე მივაშურებ შიომღვიმეს,
ოღონდ შენი ნახვა დამილოცე,
ოღონდ ძველებურად გამიღიმე.

ათი ოკეანეც ვერ წამლეკავს,
ჩემში იმხელა ხარ, ისე დიდი,
სული მონატრების ზარებს რეკავს,
ოღონდ შენ არ უნდა შემიშინდე.

თხემით ტერფებამდე ქართველი ვარ,
მკვდარიც ცოცხალივით ვიარები,
შენთვის ჩაუქრობი სანთელი ვარ,
შენი პირგახსნილი იარები.

სული იბობქრებს ამოსვლამდე,
მახსოვს დაფიცებაც პირველყოვლის,
შენ რომ დამაბარე, წამოსვლამდე,
ვისი ჯიშის ვარ და ვისი გორის.

მოვალ სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
მერე სიხარულით ამატირე


"მე მოვალ შენთან,ვით გაზაფხული,
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა.

გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...

თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.

და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.

გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი ამ ცისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ, შეშურდება, შენი სხვა კაცებს"


24.04.2014

ღამეა,

დედას კიბო აქვს,

დროა გავიდეთ ქუჩაში დაიკო

და ვაჩვენოთ მთვრალ კაცებს

რითი დაგვაჯილდოვა ცხოვრებამ

დროა ვეჩვენოთ მთვარის შუქზე

მარტოხელა, მოწყენილ კლიენტებს

დედას ჭირდება ქიმია

და ცოტა ოდენი ყალბი ღიმილი

ის კვდება

ჩვენ ახლა გავალთ ქუჩაში დაიკო

და მთელი ღამე ვუგალობებთ

მის დაუნდობელ მეტასტაზებს

ბინძურ სიმღერას

და ვუცეკვებთ მის ტკივილებს

აკრძალულ ცეკვებს

და მოვიტანთ ფულს

დედას ჭირდება პური

და უამრავი თეთრი ტაბლეტი ყოველდღიურად,

ზვიგენის ძვლისგან დამზადებული

ქათქათა ტყუილი

და ერთი ჭიქა ონკანის წყალი მისაყოლებლად

ჩაიცვი დაიკო

ჩაიცვი თხლად და ბოზურად

და ნუ ტირი აქ

დედა გვიყურებს.


მსურდი ჩუმად და ასე ძლიერად,
ხელში გაკვდება თეთრი ვარდები.
მიყვარდი, მწამდი გულისხმიერად
და ვგრძნობ მეტად რომ შემიყვარდები.
ვდგავარ შენს სახლთან ფიქრით დაღლილი,
დაგყურებს მთვარის მღვრიე ნათელი.
და მე უშენოდ არ მწამს აპრილის,
სურვილებისგან მტკივა გათელილს.
და მზერის მიღმა ეშვება ფარდა,
განადგურების მყარი კედელი.
მთელი ცხოვრება ჩუმად მიყვარდა,
შენ გახდი ჩემი განსაწმენდელი.
აღმოსავლური ბაღის მშვენება,
იაგუნდების ნაზი სურნელი.
ბედნიერების ხარ მოჩვენება
და ხარ ტკივილი განუკურნელი.
ვიგონებ ახლა შორეულ სახეს,
და გულის ფსკერზე მითბება დარდი.
ვინ იცის მაშინ რა გზებით წახველ,
არადა როგორ, როგორ მიყვარდი...


ღამენათევი სანთელის ცრემლებს
ფრეთებშეტრუსული პეპელა სვამდა,
ალბათ დაათრო კოცნის სურვილმა
და ცეცხლის ალი ნელნელა სწვავდა.
წუხელ მომინდა შენზე მეფიქრა
მეც გაგიხსენე უზომოდ მთვრალმა,
თან ვაზავებდი ღვინოს ცრემლებით
და უშებობა ვატყობდი მკლავდა.
იმ ფრებდამწვარი პეპელასავით,
აღარ შემწევდა აფრენის ძალა,
მაგრამ ვიცოდი კვლავ მოხვიდოდი
შენი ხატების უზომოდ მწამდა


მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს,

მივიწყებული ტყეში ბილიკი,
ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე,
ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?

დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით,
გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი,
ამბობენ თურმე მე არ მიყვარდი,
არადა ეს ხომ იყო პირიქით?

და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან,
რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით,
ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა,
მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავი


მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს,

მივიწყებული ტყეში ბილიკი,
ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე,
ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?

დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით,
გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი,
ამბობენ თურმე მე არ მიყვარდი,
არადა ეს ხომ იყო პირიქით?

და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან,
რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით,
ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა,
მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავი


14.04.2014

უნდა ვიდგე შენს გვერდით, მეგობარი თუ მქვია. გული სანთლად აგინთო, თუ სამყარო მუქია. უნდა ვიყო შენს ახლოს, სევდა ლხენად გითენო... შენს ბილიკზე ეკლები ხაოდ გადაგითელო. უნდა ვიდგეთ მხარდამხარ, მეგობრები თუ გვქვია, მზე ვაჩუქოთ ერთამნეთს, თუ სამყარო მუქია...


გათენდა დილა, ავწიე ფარდა,
დღევანდელი დღე ვინ მომილოცა?
გამახსენდება, როგორ მიყვარდა,
ბზობის წინ, ღამით, ხატის წინ ლოცვა...
გამახსენდება, გამახსენდება,
წლები, რომლებიც ისე გავიდა...
რად დამიმალეს ბედნიერება...
თითქოს, ციური სალოცავიდან...
რატომ დაკარგა სანთელმა ძალა,
უნდა ვეზიდო სხვათა ცოდვანი?..
რატომ არავინ არ მიმასწავლა,
გზა ტაძრისაკენ, გზა სხივოსანი...
გადამიმალე, გადამიმალე,
მკვდრის მზე, რომელიც მოსდევს დაისებს...
და გთხოვ, ნურც ღიმილს ნუ დაინანებ,
ერთი ლამაზი დილა მაღირსე!!!


19 წლის ვაჟი მოუკლეს ცოტა ხნით გავიდა სახლიდან,მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა,ჩემი თვალით ვნახე.. -იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე.. ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა..მშიაო შვილო..მე ბოლო 2 ლარი მივეცი.. -იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე.. ქსნის კოლონიის ალაყაფთან შაოსან ქალს მძიმე ტვირთი მოაქვს,მისმა შვილმა საკუთარი ძმა მოჰკლა.. -იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე.. მარტოხელა პაციენტტან წავედი ვიზიტზე..გარდაცვლილი დამხვდა..ერთი კვირის მერე უპოვნიათ მეზობლებს.. -იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე.. ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში,ნაძვის ხესთან წერილი დევს: თომლის პაპა ისეთი წამალი მომიტანე რომ მოვრჩე.. ეს იმაზე მეტია ვიდრეე ჩვენი ყველასი.. ......... მრცხვენია უფალო!!


Blog
Blogs are being updated every 5 minutes