ssissi's blog

ssissi
33, Tbilisi, Грузија

პირველი თითი ცერა თითია,მოწონებაა მისი იდეა

,მაგრამ ბოლო დროს (ვამბობ ხუმრობით)მთლად გაზარმაცდა უსაქმურობით.
მეორე თითი არ ერიდებაარც ქნევა–კაკუნს, არც მითითებას,
მესამე თითი თუმც მაღალია,მისი სილენჩე არ ახალია.
მეოთხე გახლავთ ცოტა ჩერჩეტი,ოქრო იზიდავს, თუნდაც ბეჭედი,
ნეკი იქცევა ცოტა უზრდელად,უფროსს დროდადრო ყურში უძვრება.
ჩვენი საქმეა ხელის მოწერა,ან აღზევება, ანდა მოცელვა.
მოკლედ ცალ–ცალკე ყველა სუსტი ვართ,თუ შევიკვრებით, მაშინ მუშტი ვართ!
შ. ნიშნიანიძე


არ ვიცი რას მივაწერ ამ ბოლო დროს დასტა–დასტად რომ მიგზავნი ბარათებს. მე მხოლოდ ერთადერთხელ მოგწერე და მაშინაც მთელ ცისქვეშეთს ვიფიცებდი, რომ კარგა ხანია აღარ მახსოვხარ და აღარც შენთან გატარებული ტკბილ–მწარე დღეები მაგონდება–მეთქი; მართლაც, რა ბედნიერებაა, რომ უშენობის ეს დღეები ისე გაილია, ერთხელაც არ გაიელვა შენმა ფერმკრთალმა, უღვთოდ ლამაზმა სახემ... თორემ რას ჰგავდა ადრე ჩემი ცხოვრება დღენიადაგ შენზე ფიქრით გათენებულ–დაღამებული?
შინ იმიტომ მივიჩქაროდი, მისვლის უმალ დამირეკავდი ხოლმე, სამსახურში ყველაზე ადრე იმიტომ ვცხადდებოდი, ოთახში შესვლისთანავე ტელეფონის ზარი გაისმოდა და ეს უსათუოდ შენ იყავი.
ახლა კი... ახლა მე ,,მიტოვებული ქალი" მქვია (გახსოვს ბალზაკის ეს დიდებული მოთხრობა?). ჰო, მიტოვებული მქვია, უდანაშაულოდ, განუსჯელად, დაუნდობლად მიტოვებული,…


ძვირფასო შვილო სიცოცხლეს გისურვებ...
ხანდახან ვნატრობ, ნეტავ იმის ძალა შემწევდეს, ყველა სურვილი რომ აგისრულო, ოცნებები ცხადად გიქციო...
მინდა ხედავდე - როგორ ტორტმანებს ცაში თოლია,
მსურს დაინახო ცისარტყელები და მტრედისფერი განთიადები,

მინდა, რომ გრძნობდე დაუვიწყარ და მკვეთრ სურნელებას პირველი იის, ქათქათა სუფრის, შემწვარი წაბლის,
მოსიყვარულე ახლობელ ხელებს...
გემოს - ახალი პურის, წყაროს ცივი წყლის, საამო ღვინის...

შვილი ყველაზე დიდი შენაძენია, თუკი მშვიდ ძილს და მოსვენებას მუდამ უფრთხოდი,
რაც შენ გამიჩნდი, ცხოვრება უჩვეულო წიგნის კითხვას დაემსგავსა, ერთი სული მაქვს, სანამ ფურცელს გადავშლი და წავიკითხავ, რა სიახლეს მიმზადებ ახლა...

ყოველი შენი წარმატება მეამაყება - ვიცი, დაუზოგავი შრომის ფასად გაქვს მოპოვებული.
მეამაყება შენი სილამაზე,…


24.05.2017

რა კარგია,რომ ჩვენი ფიქრების,გრძნობების თუ ემოციების თავგადასავალში არის ისეთი სხივები,რომ გაფიქრებინებს,თუნდაც ამისთვის ღირდა ცხოვრებაო..ეს მხოლოდ ერთ წამს გრძელდება ხანდახან,მაგრამ ეს ერთი წამია მთელი ბედნიერების საუკუნე,სავსე და დაუსრულებელი..
ეს ერთი წამია,რომ აგავსებს და გადაგავსებს..სუნთქვას შეგიკრავს და დადიხარ მერე ასე სუნთქვაშეკრული ბედნიერი..


24.05.2017

ცხვირი მრავალფუნქციური ორგანოა. გარდა სუნთქვისა ის შეიძლება აიბზიკო (და კეკლუცს შეუდგე), აიბზუო (და “ფუ, გოიმი” ან “სოფლელები” თქვა), წაიტეხო (თუ ეს “სოფლელი” ჯანიანი აღმოჩნდა), გამოყო (მეტაფორულად – როცა “ცხვირის გარეთ გამოყოფას” გიკრძალავენ), რამე ამოიდინო ან ამოადინო (ძმარი, მაგალითად), დააცემინო (და “სიცოცხლის” ან “ჯანმრთელობის” გახანგრძლივების პერსპექტივით დატკბე), მოაჭამო (მუქარის ფარგლებში) და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სხვის საქმეში მოაფათურო…

ცხვირის ფათური კი ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარეობის მამხილებელ რამდენიმე შეკითხვაში გამოიხატება ხოლმე:

“რატომ არ თხოვდები/ცოლი რატომ არ მოგყავს?” – ცხვირის დეზორიენტაცია ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როდესაც ადამიანი – ოცდახუთ წელს, მისი ნათესავების მოთმინება კი – ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს სწორედ ის დროა, როცა ნებისმიერ ფრაზას (“რა…


16.11.2017

აი ასე,
ხომ ვდგავარ და ველოდები საცხობთან პურს..ჰოდა,სანამ გამოცხვება და სანამ გამომაწვდიან, ტრიალებს ტრიალებს ახლად გამომცხვარი პურის სურნელი..უუჰ,ისეთი,სულ რომ არ მშია და მაინც ვბრუვდები..გამომაწვდიან და(თან აქ როგორ იციან,ძველებურად ჟურნალის ფურცელში გიდებენ ცხელ შოთებს)მომაქვს ეს დაბრაწული შოთები..ვაციცქნი და ვაციცქნი კაკნატელებს(თავ-ბოლოები მიყვარს ძალიან,ყველაზე კნატუნა


06.09.2017

რაც უფრო უახლოვდები რაღაც ძალიან მთავარ სათქმელს, მით უფრო დამაყრუებელი ხდება ყველა ამბის ერთდროული ახმაურება.. მით უფრო ლამინირებული ხდება ყველა სათქმელი სიტყვა და მით უფრო უაზროვდება ყველა ქმედება შენი მარადიული მარტოობის ამ ხმაგაუმტარ კარცერში..
და ბოლოს ხვდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ დუმილია ამ ყველაფრის ერთადერთი და ზუსტი აღმწერელი


12.05.2017

კარის თავზე მიკრული ნალი არასოდეს არ მოგიტანს წარმატებასა და ბედნიერებას, მანამ, სანამ ჩლიქებზე არ დაიკრავ მას და ცხენივით არ იშრომებ.


"დავიხედე ძირს და რას ვხედავ - ჭიანჭველების ბუდეა...
ფაციფუცობენ, გარბიან, გამორბიან, ეზიდებიან, აგროვებენ რაღაცას...
და ასე, ზემოდან რომ დავცქეროდი, მე, იმათთან შედარებით დიდიდაძლიერი, უცებ შევკრთიდა მაღლა ავიხედე, ეგებ მეცდა ჩემებურებსაც კიდევ უფრო დიდიდა ღონიერი დაგვცქერის-მეთქი..."


"ქალს, რომელსაც გუნება გამოუკეთდება წიგნით, ლექსით, სიმღერით ან ჭიქა ყავით, ვერავინ დაამარცხებს, თუნდაც მთელი ცხოვრება წააგოს მის წინაშე."


Blog
Blogs are being updated every 5 minutes