D a V i T's blog

D a V i T
34, Tbilisi, Грузија

17.10.2009

ისევ მარტო როგორც ყოველთვის მივდივარ ბილიკზე
ვფიქრობ ხალხის ჩემს მიმართ მწარე ტირილზე
მარტო წავედი თან წავიგე ჩემი გრძნობები
მშვიდად მივდივარ რადგან ვიცი გემახსოვრები
არ მეშინია არც სიკვდილის და არც სიბნელის
არც კი ვიდარდებ იქ წასულს თუ მე ვინ მელის
მივდივარ ჩუმად თავდახრილი რაგაც საოცრად
ვინც კი მნახა მე მიმავალი ყველა გაოცდა
ყველა გაოცდა როცა მნახეს მშვიდად ვიყავი
უკვე ვხედავ როგორ იღება დიდი ცის კარი
შემოვტრიალდი გემშვიდობებით კარგად იყავით
 


 ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე


 ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს...

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისი ცხოვრების გზა შვეულია
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია .
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის
ვინც ამ ქვეყანაზე ეულია
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისა ცხოვრების გზაც მწუხარეა
ვისაც არასოდეს ეღიმება
სხვისი ღიმილი კი უხარია
ვისაც შეუძლია ატირება
მზით და სიკეთით მდიდარია
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც ერთსულოვნად შეუძლია .


17.10.2009

ღმერთო მაპატიე .. მე ბევრი შევცოდე

ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას,

ღმერთო მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი

მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას.

ღმერთო მაპატიე ბევრმა მიღალატა

და მეც ვუღალატე სანაცვლოდ

ღმერთო მაპატიე ყოველი სიმდაბლე

მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ!

ვიცი შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა

ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ...

და გთხოვ მაპატიე , რომ ასე ამაყად

შენგან პატიებას მოველი...

ღმერთო მაპატიე ყოველი სიცრუე,

სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ...

ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი

ამიტომაც მჯერა - შემინდობ!

ისიც მაპატიე გონებით ვცხოვრობდი...

არასდროს ვუსმენდი გულს!
 



უპირველესად ქალი დედაა,
ქალი დედა,ღვთისა მშობელი
შემდეგ ის არის ედემის ვარდი
თავაწეული დაუჭკნობელი,
ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია.
იგი წმინდაა, ვითარც ტაძარი
ქალს ეამბორეთ და ეთაყვანეთ
რომ არ დაუჭკნოს გული დარდებმა
ქალს…



ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ამ ბედნიერ წუთების შემჩნევა...
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.

ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია. ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.


19.03.2011

 ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.


previous 1 2 3 4 5 6 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes