tam5552's blog

tam5552
41, Tbilisi, Грузија

მენატრები, სიგიჟემდე მენატრები.
სად გეძებო?! ანდა როგორ დაგიძახო?
ეშმაკები ხარხარებენ სასთუმალზე,
თვალებს ვხუჭავ, იქნებ სიზმრად მაინც გნახო.
თვალებს ვხუჭავ ცისფერ ნისლში მელანდები,
სიხარულით გული თითქოს შეშლილია,
ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც…
სიზმრად მაინც არ დაგკარგო მეშინია !!!
იღიმები თვალებს გიშრობ გიჟურ კოცნით,
ვერ მივმხვდარვარ ცხადია თუ სიზმარია,
ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც,
სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია.


რა არის სიყვარული? ეს არის მარადიული კითხვა,თუმცა მასზე კონკრეტული პასუხი არავის აქვს...პირველ რიგში დავკონკრეტდეთ : სიყვარულის რამდენიმე სახე არსებობს : 1)ნათესავური (რომელშიც შედის დედა-შვილური,და-ძმური და ზოგადად ახლობლების სიყვარული)
2)ეს არის უფლის სიყვარული
3)მეგობრული
4) ქალისა და მამაკაცის....
დღეს მე გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე ვისაუბრებ ) დავიწყოთ თავიდან,გრძნობა ჩნდება ვიზუალური სიმპატიიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა,რომ ხშირად გაიგონებთ მსგავს ფრაზებს ,,მთავარი გარეგნობა კიარა სულია'', ,,რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს''' და ა.შ არავის არ უნდა გვერდით კვაზიმოდო ყავდეს ) რატომ? პასუხი მარტვია: ჩვენ ხომ სნობებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც შენი შინაგანი თვისებები მეასე ხარისხოვანია და მთავარი ,,ზმანი'' და ,,კაი ვიდია'' . რაც არ უნდა ცუდად…


  • შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
    ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

    ბედმა კამათელი ისე გააგორა,
    მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

    ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
    გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

    ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
    შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

    არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
    მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

    თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
    სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

    ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
    ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

    უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
    ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...


    იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
    ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...


ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..
იცით? რა ბედნიერებაა,იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს..ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს...მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს..
ნამდვილი სიყვარული მარადიულია..ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამასიმდენად დიდი დროსჭირდება…


previous 1 2 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes