julilabardi's blog

julilabardi
63, Florence, Италија

26.01.2012

მენატრებოდი, ისე ძლიერ მენატრებოდი,
რომ ღამისეულ სიზმარეთში მსტუმრობდი მუდამ...
მენატრებოდი, ტკივილამდე მენატრებოდი,
ამქვეყნად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა...
მენატრებოდა შენი ფართო თვალების ცქერა...
და ოცნებებით შენს ფიქრებთან შეხვედრა მსურდა,
მსურდა გამეგო, წუთით მაინც თუ გაგახსენდი,
ჩემი ალერსი, მოფერება ნუთუ არ გწყურდა?
მომნატრებია ყველაფერი, რასაც ატყვია
შენი შეხება, მოკრძალება, მზერა ბავშვური...
მომნატრებია ყველა გრძნობა და ყველა განცდა,
რაც სიყვარულის ძალით არის ცაში ასული.
შორსა ხარ ძლიერ... ვეღარასდროს მოგაწვდენ სითბოს...
ალბათ ეს ლექსიც არაფრისთვის დამიწერია...
გული მათბობდა, გული გახდა ჩემი მეუფე,
გული, რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია....


მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.
არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე."


16.08.2012

მე არ ვარ ევა,თუმცა ვარ ქალი,შენს თვალში ალბათ ესეც ნაკლია,გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია... ხუმრობა იქით შენც შეგიყვარდა მოცილებული შენს სხეულს ძვალი,ყველა ნეკნს დათმობ,იმ ერთის გარდა,რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი!

 


ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის დამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია. ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია, სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერი


17:37

სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი,მან მზე შეიყვარა-მე შენ შემიყვარდი,იებში აყვავდა-სულში აგიყვავდი,კვირტებში ჩასახლდა-გულში ჩაგისახლდი,ფიფქებად დავარდა-თვალში ჩაგივარდი,მზე ღრუბლით ადარდა-მეც ტირილით გკლავდი,მერცხალს ჩაუსაფრდა-ფიქრში ჩაგისაფრდი,მარტი გაიპარა,მე კი შენში დავრჩი!


25.12.2011

"ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს-უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,
ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ, მისთვის გაიფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი-იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად!-კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე…


ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით

ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან

მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით

იქნებ დაგვეწყო თავიდან

ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან

ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა

მაგრამ ამასაც ავიტან

გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა

მაგრამ ამასაც ავიტან

მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:

იქნებ დაგვეწყო თავიდან

თავი გამახსენა ღამემ საშინელმა

მაგრამ ამასაც ავიტან

ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:

იქნებ დაგვეწყო თავიდან


22.12.2011

თოვდა, მთელი ღამე თოვდა თოვლივით თოვდა ფიფქი, მინას მიეკრო ნაზად, ერთი პატარა ფიფქი.. შემეცოდა და ობოლს თითი შევახე ფრთხილად, უეცრად დადნა ფიფქი.. ცრემლი დაეტყო მინას, ალბათ ცრემლები იყო, ერთი პატარა ფიფქის, იქნებ უყვარდა ვინმე... და შევუწყვიტე


22.12.2011

რა ძლიერი ყოფილხარ,დედა!..მიყვარხარ იმისათვის,რომ მზესავით თბილიხარ.... იმისათვის,რომ ჩემი ჰაერი ხარ. მიყვარხარ იმისათვის,რომ ვგრძნობ ფიანდაზად დაფენილ შენს გულს. მიყვარხარ იმისათვის,რომ ყველას ბურჯი ხარ. ერთი შეხედვით სუსტი,მაგრამ სინამდვილეში -ძალზე ძლიერი...მიყვარხარ იმისათვის,რომ მომავლინე ამ სამზეოს. იმისათვის,რომ ასე უანგაროდ დაიხარჯე ჩვენთვის. მიყვარხარ იმისათვის,რომ შენ მოიხადე ღვთიური ვალი!..მიყვარხარ იმისათვის,რომ დ ე დ ა ხარ!..და ახლა მუხლს ვიყრი შენს წინაშე...


უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება, კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობსუსიყვარულოდ. უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი, მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ, წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია, უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის, საფლავიც ქრება უპატრონოდ,უსიყვარულო


Blog
Blogs are being updated every 5 minutes