jio White's blog

jio White
38, Tbilisi, Грузија

30.07.2012



მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

ქვეცნობიერად მდედრი გენის წარმომსახველი,

შენ ხარ ქალი, ანგელოზი ღვთისმშობლის ხატი,

რომლის წინაშე ქედს მოიხრის, ყოველი მამრი


1) მოგწონს -თქვი

2) არ მოგწონს – თქვი

3) გენატრება ვინმე – ხმა მიაწვდინე

4) გინდა შეხვედრა – დაპატიჟე

5) არასდროს იკამათო

6) გინდა რამე – მოითხოვე

7) ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია – სხვა დანარჩენი სისულელეა

8) ადამიანის პრობლემა მხოლოდ მის თავშია

9) შეეცადე მიიღო სიამოვნება ნებისმიერი მოვლენისგან

10) ყოველთვის გახსოვდეს, რომ მეორე ცხოვრება არ გექნება

11) ნუ იქნები მოსაწყენი

12) დაიმახსოვრე, რომ შენ არავის არაფერი არ გმართებს

13) დაიმახსოვრე, რომ არა ვის არაფერი მართებს შენი

14) თუ დამნაშავე ხარ, მაშინვე თქვი და ნუ ეძებ გამართლებას შენ თავში

15) ცხოვრებაში მხოლოდ შენი თავის იმედი გქონდეს

16) დაუჯერე შენს გრძნობებს

17) ქალებისადმი (ისევე როგორც მამაკაცებისადმი) და ბავშვებისადმი იყავი მომთმენი

18) თუ ცუდ განწყობაზე ხარ, გაიხსენე, რომ როდესაც მოკვდები, ეს…


სხვა - ოცნების კოშკს აგიგებს,
და დაგისვამს დედოფლად,
მე - მაგდენის საკეთებლად
ერთი ლექსიც მეყოფა.

სხვა - სამყაროს მოგატარებს
თვითმფირავით, ნავებით,
მე - ჩემს ჯიგარ ძმაკაცებთან
ერთად მაგრად დავთვრები.

სხვა - მამიკოს მანქანებით
გაგულავებს სადაც გსურს,
მე კი ჩემი პოეზიით,
გაგახსენებ შენს წარსულს.

სხვა იქნება კაი ტიპი,
მე შემრაცხავ დემონად,
სხვა დაგკერავს სქელი ჯიბით,
მე კი ლექსიც მეყოფა.

მერე მოდი სქელი შუბლით
და რაც გინდა მითხარი,
არ შეგხედავ, არ გინდოდეს,
ფუ, რას გიგავს სიფათი.

წადი, წადი დამეკარგე,
გულსაც არ გაგაკარებ,
სხვა ფართებზე დაგპატიჟებს,
მე მოგიყვან ,,აქანე''.

სადაც ჩემი გული როკავს,
სადაც სტოფებს ევნება,
ახლა მინდა არ გიყურო,
შენზე გული მერევა.

სხვა - ოცნების კოშკს აგიგებს
და დაგისვამს დედოფლად,
მაგამ მისი ცოლის ღალატს
ერთი ლექსიც ეყოფა.




მივიდა ერთხელ მოსწავლე მასწავლებელთან და შესჩივლა:

ოსტატო, დავიღალე. ისეთი რთული ცხოვრება მაქვს, ისეთი სირთულეებისა და პრობლემების წინაშე ვდგავარ, რომ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს დინების საპირისპიროდ მივდივარ, ეს კი ძალიან მფიტავს და არაფრის ძალა აღარ მაქვს… ძალიან გთხოვ მირჩიე, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?


მასწავლებელმა ყურადღებით მოუსმინა მოსწავლეს, შემდეგ კი პასუხის ნაცვლად სამი წყლით სავსე ქვაბი შემოდგა ცეცხლზე. ერთ ქვაბში სტაფილო ჩადო, მეორეში კვერცხი, მესამეში კი ყავა ჩაყარა. ცოტა ხანში ბრძენმა ქვაბებს სახურავები მოხადა, პირველი ორი ქვაბიდან ამოიღო სტაფილო და კვერცხი, მესამე ქვაბიდან ყავა ფინჯანში დაასხა და მოსწავლეს მიუბრუნდა:

- რა შეიცვალა?

- კვერცხი და სტაფილო მოიხარშა, ყავა კი წყალში გაიხსნა…


დარდის ნაგლეჯებს დაუბერავს ფიქრების ქარი
სიკვდილ სიცოცხლის გასაყარზე დარეკავს ზარი
ბევრად ადვილი უიმედო ოცნება არის
და ამ ოცნებას მე დავარქვი სახელად მარი


სიმები გაწყდა მუზა გაფრინდა დადუმდა ქნარი
ამ გულზეც ალბათ ბევრი ჯანღისგან გაჩნდება ბზარი
ხალებიანი ყაყაჩოსავით სათნო და წყნარი
ჩემად გიგულე და ნუ დამძრახავ პატარა მარი

მე აღარ მინდა კმარა უკვე გრძნობები მცდარი
უკანასკნელი იმედებით უფსკრულთან მდგარი
სევდის ფერებით შემოსილი მეხვევა ჯარი
მგონი მიხვდები მე შენ მიყვარხარ პატარა მარი


ისეთი გული რად გინდა,

გქონდეს და არა გტკიოდეს,
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ.
ისეთი ხმალი რად გინდა,
მტერთან შეყრა არ შიოდეს,
ისეთი შვილი რად გინდა,
სამშობლო არა სტკიოდეს,
ისეთი ცხენი რად გინდა,
ლაშქარში არა ხვიოდეს,
ისეთი მეფე რად გინდა,
მხედართ არ მიუყიოდეს.
ისეთი მიწა რად გინდა,
სხვის ხელში გადადიოდეს.
ამას სჯობია, ქართველი
სამზეოს არ დადიოდეს.




შეებრძოლე შენს მახლობლად მყოფ ბოროტ ძალებს და უყურე ფილმს ბელომდე



Blog
Blogs are being updated every 5 minutes