tiko04's blog

tiko04
38, Tbilisi, Грузија

12.04.2012

მერე რა...რომ ჩემი ხარ-თქო,-ვამბობ...

მერე რა...თუ სულაც არ ხარ ჩემი...
ახლა სიტყვა უჩვეულოდ მათბობს,
ამ სითბოთი...ვიცი...რომ შენც თბები.
მთავარია ჩავუკეტოთ კარი...
გაზაფხულზე უსაშველო თოვას,
მერე რა...რომ არ ხარ ჩემი ქმარი...
მერე რა...რომ ვერც შენ ხედავ ცოლს აქ...
სულში იყოს აპრილების თოვლი,
არ გახუნდეს უჩვეულო ფეთქვა,
სულ არ მინდა რომ მე ვიყო შენი...
ანდა კიდევ...შენ რომ ჩემი გერქვას...



12.04.2012

გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.

ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.

გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.

სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის..


01.03.2012

ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის?

როგორ გეძახის ეს ჩემი გული,
ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ
და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.
წუხელ სიზმარში გამომეცხადე
ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,
მერე წყვდიადში გაუჩინარდი
არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.
ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო?
მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ,
მარტოობისთვის ვარ გაჩენილი
იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო.
შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია,
შენ არ მიგიძღვის დანაშაული,
ჩემი ბრალია რომ შე
იყვარე
და დავიტანჯე პატარა გული.
არ ვიცი როგორ აგიხსნა კარგო
ასეთი ბედი ღმერთმა რად მარგო,
მთელი სიცოცხლე დაგელოდები
სულ მეყვარები, არ მკითხო რატომ...



02.05.2012

დღეს თუ მიყვარხარ არ მიწყინო შენც ამიტანე
ხვალ იქნებ სულაც მიატოვოს ამ გულმა ფეთქვა...
და როცა აღარ გეყოლები...ის გწამდეს მხოლოდ
ჩვენს სიყვარულზე მოუყვები ლამაზად ... ღმერთსაც
მართლა წმინდაა ჩემი გრძნობა....თუმც ეს არ გწამდეს
მე ხომ სიმორცხვე ბავშვობიდან მაჩუქა დედამ,
ვერ გამოვხატავ?...ბგერებია გრძნობას რომ ცვითავს
ამიტომ ვცდილობ ყველა სიტყვა შევკრიბო ლექსად.
მე ხომ სიცოცხლე ცხოვრებაში დროებით მერგო და შენი თავიც სულ ცოტახნით მაჩუქა ბედმა…
და როცა შენი დაბრუნება მართლა მომიწევს
მაშინ დაიწყებს ჩემს მაგივრად ტირილსაც ზეცა.
დღეს რომ მიყვარხარ არ მიწყინო შენც ამიტანე
ხვალ იქნებ... მართლაც, მიატოვოს ამ გულმა ფეთქვა,
გთხოვ... დროებითი სიყვარული გამილამაზე...
თორემ მეც ვიცი......
რომ ვერასდროს ვიქნებით ერთად


05.09.2012

ისევ მენატრები,
ჩემი - ამორძალი...
გარეთ ჩაიხუთა, ცაა ცარიელი...
მინდა სიყვარული, ასე საოცარი...
თუნდაც უიმედო, თუნდაც წამიერი...

ფიქრი უშენობით,
ცამდე აკალთული...
ღამეს შევაგებე დარდი, სინანული...
რაა სიყვარული, ფუნჯით დახატული...
თუ არ გყვარებიაა, რაა სიხარული...


ისევ მენატრება,
ზღვაზე ხეტიალი...
კოცნა უნებართვო, ფიქრი წამიერი...
წვიმად მოვარდნილი ტალღა სევდიანი...
მთვარე მდუმარე და მაინც ღამიერი..


29.07.2015

რაც უფრო იზრდები, მით უფრო ნაკლებად გინდა ეს იაფფასიანი ინტრიგები,ცარიელი სპექტაკლები,ისტერიკები. გინდა მხოლოდ, მყუდრო სახლი,გემრიელი ვახშამი,ადამიანი,რომელმაც იცის რამდენი შაქარი უნდა ჩაგიყაროს ჩაიში....


06.08.2014

ბობ მარლი: შენი ცხოვრების თანამგზავრი

*******მჯერა რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს.მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება.ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით. არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია…


10.05.2012

გკარგავ იმ პირობით მხოლოდ,

რომ სულ უნდა იყო კარგად…

შენც არ დაგიმსხვრიო ბოლო

ჩემი სიყვარულის მსგავსად…

განა არ მიყვარხარ ახლა?

განა უშენობა მომწონს?

მაგრამ ვეგუები ამბავს

სადაც დასასრული მოწმობს.

სადაც სიყვარული დარდთან

ისევ ძველებურად ომობს,

სადაც რეალობის განცდაც

უკვე დაუკარგავს გოგოს.

სულში ზამთარია… მაგრამ

მე შენს გაზაფხულზე ვბრძოლობ

და თუ დღეს წავედი….ხვალაც

უფალს უშენობას მოვთხოვ.

და ეს სიყვარული მარად

გულში კვლავ იფეთქებს…ოღონდ

მხოლოდ სიკვდილის წინ… მართლაც

ერთ ტკბილ,( ჩახუტებას) მოგთხოვ...



10.05.2012

ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...
ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...
ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...
ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...
წვიმას ავატირებ, ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...
ღამეს დავაღამებ, სადმე...
დილას გავითენებ, მაინც...
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე...
იმედს არ დავკარგავ ხვალის...
ღამეს, უშენობით მოვკლავ...
მერე, შავს სამოსელს გავხდი...
მოვალ, დამიჯერე, მოვალ...
და შენ,
პაემანზე დამხვდი.


10.05.2012



იცი, გულში რა ძალიან თბილა?
ასე ყოფნა,
სულ არაა რთული...
შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა...
და შენს გამო,
მიფრთხიალებს გული...

მზეს და მთვარეს,
შენს სიყვარულს ვუმხელ...
და სხივები მინათებენ, დილას...
მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ...
მოდი,
გულში, იცი, როგორ თბილა?

შემატოვე ღამე, წასულ სიზმრებს...
მომეპარე,
და მაკოცე ფრთხილად...
შენთან,
გულში შემომიშვი ისევ...

გაზაფხულით დამინამე დილა...

შენ ხარ ჩემი, წარსული და აწმყო...
ჩემი ლოცვა,
ოცნება და დარდი...
მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ...
როცა მოვალ,
არ წახვიდე, დამხვდი...

იცი, წუხელ რა ძალიან მაკლდი?
ვიცი,
მალე გათენდება დილა...
შენს გულში თუ,
ვერ მომიჩენ ადგილს...
ჩემთან მოდი...
ჩემთან, უფრო თბილა..


Blog
Blogs are being updated every 5 minutes