ქედმაღლობ, მიყურებ იქედნურად, მიღვივებ დარდების ბუხარს...
მესროლე - სახეში ზიზღის გუნდა, ჩემზე უცოდველი თუ ხარ.
ითვისებ ჩემს წილ სიხარულებს, მერე წმინდანივით დუმხარ...
ერთხელ გულიანად გაიღიმე, ჩემზე უდარდელი თუ ხარ.
ჩემთვის ვარ, ჩემს წილ სამყაროში, ქვეყნის სატკივარით გულს ვხრავ...
მესროლე ბატონო ქვა, პირველმა, ჩემზე გულმხურვალე თუ ხარ.
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!