სულ მეყვარები დაუვიწყებლად როგორც არასდროს.
40, Kabul, Афганистан

შენმა გაცნობამ ჩამაფიქრა და სევდად მაქცია
ამაყი ქალი შენს მათხოვრად გადამაქცია
ასე მგონია რომ შეუმჩნევლად ფრთები მასხია
თუ შენ დაგკარგავ ჩემს სიცოცხლეში დიდი მარცხია
ვერვინ გამიგებს,რასაც ვწუხ ახლა,რასაც განვიცდი
შენს მეტი სხვა ვერ გაიზიარებს თუკი დამიცდი
ნიავ ქარივით შემოგეხვევი ხელს თუ გამიშლი
მინდა შეგიქმნა ის სამყარო რასაც ვნატრულობ
ყოველ საღამოს როგორც ხდება სიზმრად ვნახულობ
შენი მონა ვარ ამ ცხოვრებაში,შენთვის ვმარხულობ
გული გამიღე სითბოს მოგიტან,გთხოვ არ დახურო
შენ ჩემი გული მოიტაცე,როგორც ვერხვის ფოთოლიენს ნათქვამს ისიც იმეორებს როგორც ბავშვი ობოლი,
დაიმორჩილე და გაწვრთენი როგორც პატარა კვიცი
გთხოვ დამპირდი რომ გაუფრთხილდები,დამიდე ფიცი
ღმერთს მადლობა რომ მე დღეს გიცნობ და არსებობ ჩემთვის
მინდა იცოდე რას ვგრძნობ შენდამი,რა სიტყვა ერთვის
დღე არ გასულა რომ არ მეფიქროს შენზე,არ მახსოვს
სულ მეყვარები დაუვიწყებლად როგორც არასდროს.

11 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes