მინატრე...
40, Kabul, Афганистан

თუ ოდესმე იგრძნობ, რომ მოგაკლდა ჩემი სითბო და სიყვარული, რომ მე შენ გჭირდები შენს გვერდით,
მინატრე...მინატრე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგარმა...

ცას ამოხედე!

Космос

ხედავ, როგორ გაბრწყინდა ერთ-ერთი ვარსკვლავი? ეს მე ვარ!
გავიგებ, ვიგრძნობ, რომ მიხმე და მეც მაშინვე შენთან გავჩნდები, მაგრამ... შენ ვერ დამინახავ მე! ვერ დამინახავ ისეთს, როგორიც გახსოვდი!...

შენ უნდა შემიგრძნო....

და თუ შენიშნავ, რომ შენი ბაღის ერთ-ერთი ყვავილი შენ გიყურებს და თავისთან გიხმობს, იცოდე, იმ ყვავილში ვარ!..

0f7353f35a32.gif



თუ გაიგებ, რომ ღამის სიმყუდროვეში შენი ბაღის ერთ-ერთი ხე აშრიალდა, იცოდე, იმ ხის შრიალით გესაუბრები...




იასამნის ყვავილებიც ყოველთვის გაგახსენებს ჩემს სიყვარულს.

და თუ იასამნის ყვავილთა გულში ნამის წვეთებს შენიშნავ, იცოდე, ეს ჩემი ცრემლებია, შენთან განშორების ცრემლები!...





ზღვის ტალღებს მიუგდე ყური, როცა ზღვის ნაპირას აღმოჩნდები. იქ გაიგონებ ჩურჩულით წარმოთქმულ სახელს შენსას!...

ეს მე გეძახი!!!...

მაგრამ, ყოველთვის ხომ არ ხარ ზღვის ნაპირას?!


51a05ad14ece.jpg


მაშინ...

როცა მწყურვალი წყაროს წყალს დაეწაფები, დააკვირდი, – წყურვილს ერთ-ერთი ყლუპი მოგიკლავს!...

ეს მე ვიქნები!...

სული ჩემი შენს სულს დაარწყულებს და ამით მიცნობ...


Вода



თუ ცივ ზამთარში თოვლის ფიფქები ტუჩებზე დაგადნება და წამწამებიდან ცრემლებად ჩამოგადნება, იცოდე, მე გეამბორე და იმ „ცრემლებშიც“ მე ვიყავი ჩამდნარი...



Пейзажи


თუ დილით მზის ათინათი, ცელქი „მზის ბაჭია“ სახეზე დაგასკუპდა, ნუ განდევნი, ფარდას ნუ ჩამოაფარებ... ეს ჩემი თითები გეფერებოდა და ჩუმად გაღვიძებდა... ჰო, მინდოდა, თვალი გაგეხილა, რომ შენს თვალებში ჩავღვრილიყავი!



Пейзажи



შენს ფანჯარაში „შემთხვევით“ შემოფრენილი ჩიტი არ დააფრთხო მოქნეული ხელით, – ეს ხომ მე ვარ, შენთან და შენთვის მოფრენილი!..


Птицы



გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდები!...

გტკივა? – მიხმე და მოვალ! თვალი დახუჭე და წარმომიდგინე შენს გვერდით მდგარი!... ახლა ჩემი მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანე და წარბებს შორის, „მესამე თვალზე“ დაიდე... მოგირჩა? ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ!!!




მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!!
თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას!!!

და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ!!! მაგრამ...


მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!!!

♥ℒℴѵℯ ♥

22 views
 
Коментари
anzor01 15.07.2011

ძალიან მაგარია,ყოჩაღ.აფსუს რომ არ ვარ თქვენი ტოლი–მაშინ აუცილებლად შეგიყვარებდით.

levani1977 28.06.2011

*THUMBS UP* *THUMBS UP*

EKA3EKA 28.06.2011

მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes