სიცოცხლე მიყვარს....
40, Kabul, Афганистан

არ ვარ ძლიერი რომ ყველაფერს გაუმკლავდე
მაგრამ ვარ ამაყი რომ არავის ვაჩვენო შიში
ვარ გიჟი სიცოცხლე მიყვარს
თავისუფალი,საზღვრებს გასული და თანაც დინჯი.

მიყვარს მარტოობა,ხმაურიც მიყვარს
მიყვარს როცა წვიმს მზე რომ პირს იბანს
მიყვარს მიწის სუნი, სველი ბალახი
მიყვარს თბილისი და სოფლის ტალახი.
მიყვარს უდარდელი ბავშვის თვალები
მაცდური ქალის მზერა, ვნება ნარევი,
ზაფხულის დილა მიყვარს გარეთ რომ გიხმობს
ჩიტების ხმაური ძილს რომ დაგიფრთხობს.
მიყვარს სასმელი ტვინს რომ აგირევს
და სიყვარულში ჩუმად ჩაგითრევს
მუსიკა მიყვარს, რითმი მაგიჟებს
სიამოვნების წუთებს მანიჭებს.
ამოუცნობი და მიმზიდველი
სიცოცხლე მიყვარს მართლაც შიშველი.....
ნამდვილი!
სისხლი ზარღვებში რომ დუღს.
და ვერაფერი ვერ თრგუნავს გულს.
არ ვარ ძლიერი რომ ყველაფერს გაუმკლავდე
მაგრამ ვარ ამაყი რომ არავის ვაჩვენო შიში
ვარ გიჟი....სიცოცხლე მიყვარს
სწორედ ეს არის ცხოვრების ნიჭი.

25 views
 
Коментари
EKA3EKA 24.07.2011

*KISSING* *GIVE_HEART*

Blog
Blogs are being updated every 5 minutes