ჩემი ლექსი
38, Tbilisi, Грузија

მინდა ჩემი გახდე, მაგრად შეგიყვარდე
მე მიმხელდე დარდებს, გიხაროდეს ცამდე.
ჩემი სუნთქვა გახდე, შენზე ფიქრი მკლავდეს,
შენი მონატრება მიგროვებდეს სათქმელს...
იცი უკვე რა მჭირს? მგონი ავირიე,
უკვე 2 დღეა ძილი დამირღვიე...
არა, ისიც მიკვირს, ლექსებს როდის ვწერდი?
ალბათ მართლა მინდა იყო ჩემი ბედი..
გინდა გავიპაროთ? ჩვენი გზა გავიკვალოთ,
მთვარეზე ჩამოვსხდეთ და ვარსკვლავი დავითვალოთ..
ან კიდე ღმერთს ვთხოვოთ ოჯახი დაგვილოცოს,
პატარა ბევრი მოგვცეს, ისე რომ გავიხაროთ..
ახლა შენ რას ფიქრობ? ეს მგონი გაგიჟდა?
ანდა იმას ფიქრობ, რას მერჩი? რაგინდა?
ალბათ გეცინება, ანდა გეღიმება,
მე კი ეს დღეები შენზე მეფიქრება..
მე არც მელექსე ვარ, არც ვინმე პოეტი,
უბრალოთ ალბათ დადგა ის დიდი მომენტი..
შენს ლამაზ თვალებს და იმ ღიმილს გეფიცები,
მინდა ჩემთვის იყო ის ერთი... მხოლოდ ერთი..........
(უბრალოდ გიო)

135 views
 
Коментари
გიო გიო 13.02.2015

madloba didii

MaR 13.02.2015

მინდა ჩემთვის იყო ის ერთი... მხოლოდ ერთი.....kargia dzalian

naaat 12.02.2015

martla kai leqsiaaaa:)

გიო გიო გიო გიო 30.05.2017

madloba.........

Blog
Blogs are being updated every 5 minutes