გიო გიო's blog

გიო გიო
37, Tbilisi, Грузија

…………..

შეიძლება ბევრს გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ დაგებრუნებინათ დრო რამდენიმე წლით უკან.. მინდა გავიხსენო რამდენიმე მომენტი იმ წარსულიდან, სადაც გავიხსენებ ჩემს ლამაზ, უთბილეს და უტკბილეს ხალხს. იმედი მაქვს თვენს გაგიჩნდებათ სურვილი ამ ყველაფრის გახსენების...
ქუთაისში ავტო ქარხნის დასახლებაში ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, მე, დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და სოფიკო. მე და ჩემი და ბავშობაში სულ ვჩხუბობდით, რის გამოც ჩემს დას რამდენჯერმე ხატზეც კი ვყავარ გადაცემული (მართლა ოღონდ, ეს ბავშური სისულელეები იყო, დარწმუნებული ვარ ეხლა როგორც მე მიყვარს იმაზე ბევრად მეტად თვითონ ვუყვარვარ).
მაისის მზიანი, საკმაოდ თბილი დღე იყო.. დილიდანვე მთელი ოჯახი ჩვენს ჩვენს ნივთებს ვალაგებთ რათა 11:30 საათზე ოზურგეთის ავტობუსს მივუსწროთ და სოფელში…


გთხოვთ წაიკითხეთ ჩემი ლექსები და მოიცონოთ... სურვილი მაქვს გავიცნო შეგნებული, მხიარული, ჩამოყალიბებული და საყვარელი გარეგნობის გოგო... პირადში გელოდებით...


●○●○●○●○● . არ ვიცი როგორ დავწერო.. თუმცა..

ასე გულგრილად ვერ ვთმობ ამ ღამეს..
ზოგჯერ ისეთი ჟინით ვენთები...
თითქოს ცოდვებმა გამათამამეს. ..
ისევ ჭრიჭინებს ჭრიჭინა მშვიდად
კვლავ მოიხურეს ქედებმა ნისლი..
მე კი ვდუმვარ და არც რამე მინდა
ალბათ უფლისგან არც რამის ღირსი.. ..
განა სევდაა.. ან სხვა განწყობა..
უბრალოდ ასე მრუდეა ფიქრი..
ისე გავრბივარ ზოგჯერ აწყმოდან
თითქოს სალაშქროდ დარიალს მივქრი.. ..
ზოგჯერ ისეთი უცხოა დღე, რომ
ვნატრობ: ნეტავი როდის ჩავა მზე..
ხანაც ისეთი ბოღმით ვივსები
თითქოს ყივჩაღმა მომკლა არაგვზე.. ..
მართლა არ ვიცი რად ვეტრფი ღამეს
ან რად ჩამოვრჩი ასე ქარავანს..
თუმც ყოველ დაისს თვალებში
ვატყობ რომ სანთლის შუქის ღირსიც არავარ..…


………………

ერთ საღამოს გადავწყვიტე ჟორა ბაბუას ყანაში გავყოლოდი მეორე დილით... იმ საღამოს სახლშიც ადრე მივედი, რამაც მთელს ჩემს ოჯახში გაკვირვება გამოიწვია. მაგას მოყვა კითხვები: ხომ ხარ ნენა კარგად?? რაიზა მოი ასე ადრე?? მიდღემჩი არ მოსულხარ ასე ადრიანად. ვინმემ ხომ არ გეჩხუბა? დეიღალე ბებია შენც. გამეიყვლიპე მთლად, დაწეი დეისვენე ბაღანამ ცოტა ადრე არ შეიძლება?? კითხვების კორიანტელი დამაყარა ნორიკომაც..
თომოვიჩმა კაი მოზრდილი თოხი გაამზადა, დილით მზის ამოსვლას ყანაში უნდა შეხვდეს და რაც შეიძლება ქერეთო მზეი სანამ დააჭერს მანამ უნდა მოასწროს საქმის მოსწრება.
- ბაბუა მეც წამოვალ ხვალ დილით შენთან ერთად. -მივაძახე მე. რაც ცოტა მოულოდნელი გახდა ბაბუაჩემისთვის, მაგრამ მის თვალებში სიხარულის შუქი ელავდა.
დილით ექვსის…


ბნელ ღამეში ბუხრის პირას ნაკვერჩხალი წიოდა,

პასუხს არ მცემ შეკითხვაზე: ჩემთან მართლა გციოდა??
გული სევდით მევსებოდა, ძარღვში სისხლი ყიოდა,
ზამთრის სუსხში, ჩემთვის სულ არ, ჩემთვის სულ არ ციოდა..
ცრემლებს თვალზე ვეღარ ვიშრობ, ბუხრის პირას ჩემთვის ვფიქრობ,
ფიქრში ღამეც მელევა,
შენ რომ ამდროს არას დარდობ, კაი ერთი, მერე რაა..
მხოლოდ ერთი სურვილი მაქ გიკოცნიდე მაგ თითებს,
ზამთრის სუსხშიც ჩემთვის მარტო დავივლიდი ნაპირებს,
ვიცი ზოგი ხელს ჩაიქნევს, ზოგიც კიდე დამცინებს.....
ბნელ ღამეში ბუხრის პირას ნაკვერჩხალი წიოდა,
ეხლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, ჩემთან რატომ გციოდა???...
(უბრალოდ გიო)


ღმერთო ერთ გთხოვ, მომისმინე...

მოისმინე მე ცოდვილის ერთი თხოვნა,
შემინდე და შემიწყალე რაც კი ვცოდე
ძალიან გთხოვ დამიფარე ოდეს მოხვალ...
მე რომ ვფიქრობ ბევრი რამე მინდა ახდეს,
ის ლამაზი შავთ ვალება ჩემი გახდეს,
სიყვარულით მეყვარება სიტყვას გაძლევ,
თან ისე რომ სიყვარულის ცეცხლი მწვავდეს..
გთხოვ მირჩიე.. რით მივიპყრო მისი მზერა?
სულ, რომ მისთვის მე ვილოცებ ეს ხომ გჯერა??
ნუთუ მართლა ძნელი არის ჩემი ქმრობა?
ან რად უნდა გაატაროს ჩემი თხოვნა??
ნუთუ მართლა სხვას ეკუთვნის მისი გული??
იქნებ ცოცხლად არ ჭირდება ჩემი სული??
სიყვარულს ხომ ვერ იყიდის ბევრი ფული??
მაშ უამბე იმ პატარას ჩემი თქმული...
წავიდოდი ვიცხოვრებდი ლამაზ ქოხში,
ჩემს შვილებთან ვიცელქებდი ხანაც თოვლში,
ბუხრის პირას პაპა ხელში თავის ჯოხით,
ნაბოლარა რომ თამაშობს ოგონ ხოხვით...
ის მითხარი…


ჩემებურად მინდა რომ ჩაგიკრა გულში,
ჩემებურად მინდა ჩაგჩურჩულო ყურში,
ჩემებურად მინდა გიძვრებოდე სულში,
ჩემებურად მინდა მაგ პატარა გულში..
ჩემებურად მინდა გადავლახოთ მთები,
ჩემებურად მინა დაგილოცო გზები,
ჩემებურად მინდა დავაბრუნო წლები,
ჩემებურად მინდა არ გაგიშვა ხელი...
ჩემებურად მინდა ზღვის ნაპირზე ღამით,
ჩემებურად მინდა მომეხვიო წამით,
ჩემებურად მინდა ერთი-ორი კოცნა,
ჩემებურად მინდა შენთან ეხლაც მოსვლა..
ჩემებურად მინდა, რომ ვიყვირო ისე,
გავაგონო ყველას ვინც შორიდან გვისმენს,
ჩემებურად მინდა ჩაგჩურჩულო ყურში,
მიყვარხართქო გითხრა ჩემებურად ისევ....
(უბრალოდ გიო)


მიგამსგავსე ცის კიდეში მოკაშკაშე ვარსკვლავს,

რომლის შუქი ალამაზებს უბერებელ ღამეს,
მიგამსგავსე თოვლზე შემორჩენილ ვარდებს,
ამაყად რომ დგას და ირგვლივ სურნელს აფქვევს.
მიგამსგავსე ბუხარს რომ გიზგიზებს ღამით,
რომ წიოკობს სულში მონატრება ლამის
მიგამსგავსე ჩანჩქერს რომ ეშვება კლდიდან,
მე ხომ შენთან მარტო, სიყვარული მინდა..
მიგამსგავსე მთვარეს, გაბადრულს და სავსეს,
მომღიმარი სახე მინდა ყველგან ჩანდეს..
მიგამსგავსე ფიფქებს მე რომ თავ გზას მიხვევს,
საფერებლად ამ დროს ვერ ვპოულობ სიტყვებს,
მიგამსგავსე ქარსაც რომ მიღეღავს გულ-მკერდს,
ხან მასწავლის ბრძოლას ხან მამსგავსებს სულელს..
მიგამსგავსე ზღვასაც აღელვებულს ზღვისფერს,
რომ მეძახის მისკენ და მორევში მითრევს,
მიგამსგავსე წვიმას რომ მისველებს სახეს,
ცრემლები ხომ ამ დროს ალამაზებს თვალებს..
მიგამსგავსე ჩემს ცოლს , ჩემი შვილის დედას,
ამდენი ხნით სად ხარ? - შეკითხვას რომ ბედავს..
მიგამსგავსე სუნთქვას ყველაფერს რომ…


მინდა ჩემი გახდე, მაგრად შეგიყვარდე
მე მიმხელდე დარდებს, გიხაროდეს ცამდე.
ჩემი სუნთქვა გახდე, შენზე ფიქრი მკლავდეს,
შენი მონატრება მიგროვებდეს სათქმელს...
იცი უკვე რა მჭირს? მგონი ავირიე,
უკვე 2 დღეა ძილი დამირღვიე...
არა, ისიც მიკვირს, ლექსებს როდის ვწერდი?
ალბათ მართლა მინდა იყო ჩემი ბედი..
გინდა გავიპაროთ? ჩვენი გზა გავიკვალოთ,
მთვარეზე ჩამოვსხდეთ და ვარსკვლავი დავითვალოთ..
ან კიდე ღმერთს ვთხოვოთ ოჯახი დაგვილოცოს,
პატარა ბევრი მოგვცეს, ისე რომ გავიხაროთ..
ახლა შენ რას ფიქრობ? ეს მგონი გაგიჟდა?
ანდა იმას ფიქრობ, რას მერჩი? რაგინდა?
ალბათ გეცინება, ანდა გეღიმება,
მე კი ეს დღეები შენზე მეფიქრება..
მე არც მელექსე ვარ, არც ვინმე პოეტი,
უბრალოთ ალბათ დადგა ის დიდი მომენტი..
შენს ლამაზ თვალებს და იმ ღიმილს გეფიცები,
მინდა ჩემთვის იყო ის ერთი... მხოლოდ ერთი..........
(უბრალოდ გიო)


Blog
Blogs are being updated every 5 minutes