ბავშობის მოგონებები
37, Tbilisi, Грузија

…………..

შეიძლება ბევრს გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ დაგებრუნებინათ დრო რამდენიმე წლით უკან.. მინდა გავიხსენო რამდენიმე მომენტი იმ წარსულიდან, სადაც გავიხსენებ ჩემს ლამაზ, უთბილეს და უტკბილეს ხალხს. იმედი მაქვს თვენს გაგიჩნდებათ სურვილი ამ ყველაფრის გახსენების...
ქუთაისში ავტო ქარხნის დასახლებაში ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, მე, დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და სოფიკო. მე და ჩემი და ბავშობაში სულ ვჩხუბობდით, რის გამოც ჩემს დას რამდენჯერმე ხატზეც კი ვყავარ გადაცემული (მართლა ოღონდ, ეს ბავშური სისულელეები იყო, დარწმუნებული ვარ ეხლა როგორც მე მიყვარს იმაზე ბევრად მეტად თვითონ ვუყვარვარ).
მაისის მზიანი, საკმაოდ თბილი დღე იყო.. დილიდანვე მთელი ოჯახი ჩვენს ჩვენს ნივთებს ვალაგებთ რათა 11:30 საათზე ოზურგეთის ავტობუსს მივუსწროთ და სოფელში წავიდეთ.
და დადგა ის სანატრელი მომენტი, როდესაც მზად ვართ და უკვე სოფელში მივდივართ.. ჩვენს ბინის უკან პურის საცხობი ქარხანა იყო.. მამაჩემი იქ გაიქცა რამდენიმე პურს ვიყიდიო სოფელში წასაღებად. ჩვენ გაჩერებაზე ვიდექით, მამაჩემიც მოვიდა და 8 ნომერი ტროლეიბუსიც გამოჩნდა, რომელსაც ავტო სადგურამდე უნდა გავყოლოდით.. მივედით ავტო სადგურში VII-ე ბაქანზე დგას აგურის ფერი პაზიკი, ჩოხატაური-ოზურგეთი... ამ ტრაფარეტის დანახვაზე თვალები მიელავდა. იქვე სალაროში ბილეთები ავიღეთ, ჩანთები მძღოლის გვერდითვე ავტობუსის ძრავის თავზე დავალაგეთ და ჩვენც მოვთავსდით.. ამ ავტობუსში ყოფნაც ეყოფათ ბევრს რათა გაიგონ გურული იუმორი... ყველაზე ცუდი მომენტი იყო თუ ჩემს დასთან ერთად მომიწევდა დაჯდომა, ბერძნისწყარომდე ვარკვევდით ვის უფრო მეტი ადგილი ქონდა დაკავებული და ვინ უფრო კომფორტულად იჯდა... ამ ჩვენ კამათს გურული გადაძახილ-გადმოძახილი გადაფარავდა ხოლმე: -რაშობა მაი ჩამუა?? -ჩამუალო ხო, იყო მაი გუშხამ და აფერი არააო და ჩამუაო აბა რას იზამსო... ამ დიალოგს სხვა ვერ გაიგებს გურულების გარდა. თვითონ ამ გურულ ქალბატონზე, რომ შეგეხედათ ამ პასუხის მიღებით ისეთი კმაყოფილი იყო... ამ ყველაფერს ემატებოდა ქუთაისელი ბაბულიას ხმა: კაი ბულკებია ბაბულიებო კაი ბულკები, კაი ბულკებია ბაბულია, იყიდე ბაბულია ბულკი, რას გავხარ? რაფერი გამხდარი ხარ? მერე მოგვადგა ჩვენ, ეიჩემე ბაბულია ბულკი, ეიჩემე მიდი. მამაჩემიც ჩვენთვის არა მაგრამ მისი ბებიისათვის რომელსაც ელენა ერქვა, რამოდენიმე ცალს გამოართმევდა ასევე გრძელი წვრილი მიატნი კამფეტები უყვარდა და ისიც მიგვქონდა.....
და აი დაიძრა ეს ჩვენი ავტობუსი, რომელიც ხალხით სულ გადაჭედილი იყო. ადგილის არ ყოფნის მიუხედავად ხალხი გზადაგზა ემატებოდა. უკვე სოფელ საჯავახოში გადავუხვიეთ.. ნელი სვლით შეუდგა ჭოგნარის პერევალებს ეს ჩვენი წიქარა. სოფელ ნოღაში გაჩერებასთანაც რამდენიმე მგზავრი ჩამოვიდა. მამაჩემი კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ მან და დედამ დაამთავრეს ეს ნოღის საშუალო სკოლა, რომელიც ამჟამად აკაკი შანიძის სახელობის გახლავთ... შემდეგი სოფლის გაჩერებას მთელი გულით ველოდებოდი და დრო თითქოს გაჩერდაო. ამ დროს მამაჩემმა მიაძახა გაჩერებაზე გააჩერეთო.. ავიღეთ ჩვენი ჩანთები და ავტობუსიდან ჩამოვედით..
აქ სულ სხვანაირი ჰაერი და ბუნებაა.. ტკბილი ჩიტების გალობა, ბალახის, სხვადასხვა ყვავილის სურნელი ერთმანეთში არეული იყო... ავტობუსის გაჩერებასთან ხიდის თავში ლორიების დარგული ორი დიდი ცაცხვის ხე დგას, მარცხენა ცაცხვის ძირში პატარა ხის მაგიდა და გრძელი სკამებია გაკეთებული, სადაც ყოველთვის ერთი წყლის ბოთლი, გადაჭრილი ბოთლი-რომელიც ჭიქის მაგივრობას წევს, დომინო და ჩოთქი დევს. აქ სულ იქნება ვინმე ისეთი, ვისაც ჩვენ ადრე ბირჟავიკს ვეძახდით, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს ალბათ, მაგრამ მინდა გავიხსენო რამდენიმე ადამიანი: იური ლორია იგივე ,,კეთილო“ და მისი ძმა ,,თამაზიე ბუდალა“, მერაბი მსხილაძე, ზურიკო შანიძე ,,რიჟა“, როინი ძნელაძე... პირველი ვისაც დაინახავდით იქვე გზის პირას ეზოში მომუშავე სულიკო ძნელაძე იყო, რომელსაც მუშაობა ნამდვილად არ ეზარებოდა. აქვე მდინარის საწინააღმდეგო მხარეს ბადით თევზაობით მოყვებოდნენ გრიშა შანიძე და თავისი ბიჭი... ხიდზე, რომ გადახვალთ ხელ მარცხნივ შეუხვევთ და სულ რაღაც 300 მეტრი თუ იქნება ის აღმართის გზა რომელიც ჩვენს სახლამდე მიდის, ამ აღმართს პირველი ავირბენდი ხოლმე და შევაღებდი ჭიშკარს. პირდაპირ ეზოში ბეტონის გზა იყო მთლიანად, რომელიც ზემოდან ადესის ტალავრით იყო გადაფარული. ტალავრის ბოლოში კუხნა დგას, მარცხნივ ორ სართულიანი სახლი დგას, კუხნის წინ მსხლის ხე გვქონდა, ამ მსხლის ძირში გრძელი სკამი იგდა, ასევე კუხნის აივანზე იდგა ერთი შედარებით მოკლე სკამეიკა, სადაც სულ იჯდა ხოლმე და გზაზე ამვლელ ჩამვლელს უყურებდა მამაჩემის ბებია ელენა თევზაძე. სწორედ ელე ბებია იყო ის პირველი ვინც ხვდებოდა მიმსვლელ სტუმარს. შევედი ეზოშივე თუ არა წამოიძახა:
-აი ვინ მევიდა? ისე წამოიძახებდა თუ ვინმე იყო სახლში ყველა გარეთ უნდა გამოსულიყო. ჩამიხუტებდა. -შენი ჭირიმე ბებია, ვინები მუა კიდო?? რამდენი ხანი რჩებით ბებია?? ამ დროს კუხნის უკან გავედი, სადაც ბებიაჩები ნორა ინდაურებს აჭმევდა საჭმელს. ერთი ინდაურის ჭუკი ფეხებით დაუკავებია და ძალით ატენიდა ლუკმას, როგორც კი დამინახა წამოიძახა ჩემი მომხმარე ბიჭი მოვიდაო, წამოდგა კაბის გარეთ გადაცმული ფართუკი დაიფერთხა, გამიცინა ნერწყვის ყლაპვით და ჩამეხუტა (მომხმარე რამდენად ვიყავი ეს არ ვიცი მაგრამ მაინც). ამ დროს სოფიკო და მშობლებიც შემოვიდა ეზოში, ისინიც ანალოგიურად ჯერ ელე ბებიას გადაეხვივნენ და ნორა ბებია შემდეგ ნახეს. ჩვენი ოთახი მეორე სართულზე ელენა ბებიას გვერდით ოთახში იყო ჩვენი ჩანთები იქ ავიტანეთ, გამოვიცვალე, საშინაო ტანსაცმელი ჩავიცვი, თითქოს შრომას მოწყურებული ვყოფილიყავი. ბებიაჩემმა სუფრის გამზადება დაიწყო, ახალი გაკეთებული ,,ლობიო კვაწარახით“, კელამიდას მჭადები, ჭყინტი ყველი და ნადუღი, პამიდორის მჟავე.... სანამ სუფრას შემოვუსხდებოდით ჭაზე მარო ბებიას ეზოში ცივი წყლის მოსატანად გამაგზავნეს. ამ დროს ხმა მომესმა: მისი ჭირიმე მოსულა მისი ჭირიმე -ბაბუაჩემი ჟორა თომოვიჩი, რომლის საპატივცემულოთაც დამარქვეს გიორგი. რაშობით რაფერ ხართ? დედაშენიცაა თუ მამაშენია მარტო? დამაყარა კითხვები. შემოვუსხედით მაგიდას. სანამ ჩვენ გემრიელად ვსადილობდით ნორა ბებიამ ერთი დედალიც დაგვიკლა და ნიორწყალში ჩაწყობილი კი მოგვაწია. ბაბუაჩემი გვეკითხება ქუთაისის და ქალაქის ამბებს მამაჩემი სოფლის ამბებს კითხულობს (მოგეხსენებათ ადრე მობილური ტელეფონი არ იყო და ხშირი კავშირიც არ ქონდათ ქალაქს და სოფელს შორის, მაგრამ ალბათ იმასაც დამეთანხმებით რომ მეტი ხშირი ახლო კავშირი იყო და მეტი ხშირად ჩადიოდა სოფლებში ხალხი). დედაჩემმა და ჩემმა დამ გადაწყვიტეს ბებიაჩემს დახმარებოდნენ სახლის უბორკის გაკეტებაში. მე ბაბუაჩემი და მამაჩემი ზემოთ წავედით ჩვენს ეზოში თვალის შესავლებად. ჩვენი ეზო ბაბუაჩემის სახლიდან დაახლოებით 500 მეტრში იქნებოდა. ლაპარაკ ლაპარაკით ავიარეთ ეს გზა, მივადექით დიდ ჭიშკარს რომელსაც გასაღებით ვკეტავდით ხოლმე. ამ ეზოში სხვადასხვა ჯიშის უამრავი ხეხილი იყო მათ შორის ჩემთვის უსაყვარლესი ალუჩა და მაისის ბალი. ნელ-ნელა ღამდებოდა, ჩვენც გავუყევით სახლისაკენ. ჩვენთან სახლში მამაჩემის ორი ძმა ცხოვრობდა ჭაბუკა და ბაჩუკა(ნამდილი სახელი გიორგი) თავისი ცოლ შვილებით. ჭაბუკას სამი გოგო ყავდა: ეკია, გვანცია და მაკია, (როგორც ბაბუა ეძახდა ბავშობაში), ბაჩუკას ბიჭი გოგო: მენაფთია კირილე, როგორც ავთიკო ეძახდა და ნათია ყველაზე პატარა. საღამოს ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი, სულ 16 ვიყავით.. სავახშმოდ დავსხედით.. ჟორა შანიძის სრული შემადგენლობით ოჯახს მისი ძმა თენგიზა შანიძეც შემოუერთდა, რომელიც ჩვენი სახლის ქვემოდან ცხოვრობს.. 3-4 ჭიკის შემდეგ ბაბუაჩემმა სიმღერა შემოსძახა, რასაც ხმებშივე უპასუხეს ჭაბუკამ და თენგიზა ბაბუამ... თავგამოდებით ვყვებოდი მეც.. რამდენჯერმე სიმღერაზე აყოლას შეეცადნენ მამაჩემი და მისი პატარა ძმა ბაჩუკა და ბაბუაჩემმა ხელით ანიშნა ნუ ურეო... სიმღერა რომ დაამთავრეს გადმოხედა ბაბუჩემმა თავის ორ ბიჭს და გურული იუმორით მიაძახა:
-თქვე შობელ ძაღლებო იაპონელებმა ისწავლა ქართული სიმღერა და თქვენ რა ვერ ისწავლეთ ერთიო.. ასე ღიღინით დავამთავრეთ ჩვენი ვახშამი, დასაწოლად ავედი ოთახში. ელე ბებიას ოთახი უნდა გამევლო..
-რაი ჭამე ბებია ამ საღამოს ვახშმად? -მომაძახა ელე ბებიამ, ეს მისი საფირმო კითხვა იყო ყველა საღამოს.
კიდევ ერთი ლამაზი დილა გათენდა.. ბებიაჩემმა ნორამ მოგვიყარა ბავშვებს თავი და ტყეში კიტრების ფიჩხებიზა წაგვიყვანა (ეხლა ვაკვირდები რა შეძლება ქონდა საწყალს და არა მარტო მაგას ძველ ხალხს ყველას). შუადღით იქედან ჩამოსულებს ინდაურებზე უნდა გამეხედა რომელიც იქვე შარაში იყო გაშვებული. ეს იყო ჩემი საქმიანობა სულ. იშვიათად თუ რაიმე ისეთი საქმე გამოჩენილიყო. გული მწყდება იმაზე, რომ ამ უმნიშვნელო საქმის გაკეთების გულისთვის გულს ვტკენდი და ნერვებს ვუშლიდი ჩემს უსაყვარლეს ბებიებს და ბაბუას. ისინიც არ იზარებდნენ და ხან წკნელით დამზდევდნენ და ხან ჯინჭრით. ხშირი სასჯელი იყო კიდე ელე ბებიას წყევლა:
-დუუდეი მაი მალატოკი ბაბუაშენს ჭირია, გამოი აქით. შენ არ გამოი და შენ არ გაია მიდღემჩი ააა.. დეეტიე ერალაგას, რომ დაძრობი ყაზილარო დაფსხლიკულო. ა კიდო ახლა.. ამინუჩი აგერ იყაი და სა გაძვერი ახლა.. შენ გნახე მოტაფული, ამას რომ მიმაძახებდა ვსო.. მერე ავიჩემებდი მე წავალ ნოღაშითქო (ზემო ნოღა არის დედაჩემის სოფელი სადაც ნახევარ ზაფხულს ვატარებდი, ეხლა გეგმაში იქაური ბებია ბაბუის ნერვების აშლა მაქ )..... წეეთრიე მერე, რას მეეთრეოდი.. ვინ გეხვეწებოდა ნეტა.. ეს ყველაფერი ხომ ვიცი რომ ყელს ზემოდან მოდიოდა და მათ გულში სიყვარულის ცეცხლი ბრიალებდა.. ბაბუაჩემი ერთ დღეს მეუბნება:
-აბა გამოცანას გეტყვი თუ გამოიცნობ...
-გისმენ ბაბუა. ვიცი რომ რაღაც ისეთი უნდა მითხრას თავისი მარე იუმორით.
-აყლაყუდა ცხოველია, ქუჩა-ქუჩა მძრომელია, დღე სძინავს და ღამე დადის გამოიცან რომელია???
-მაი მე ვარ ალბათ.. სიცილითვე ვუპასუხე მეც...
ძალიან, რომ არ დაღლილიყვნენ ჩემი ზდევნით იქვე მსხლის ხეზე მამბავდნენ... ააშენე ჩვენი მეზობელი ედგარის ოჯახი ღმერთმა, რომ დაღამდა ბავშვს არ შეეშინდესო და ბაბუაჩემს უთხრა ბალკონზე მაინც გადააბიო...
დადგა ის დღეც, რომ მე და ჩემი და სოფიკო ბეგიდან უნდა გადავსულიყავით დედაჩემის სოფელში. რომელი გზაც ტყიდან ვიწრო ბილიკით გადადიოდა.. ჩავალაგეთ ჩვენი ნივთები და გავუყევით გზას. ტყეში ერთი-ორ ადგილას წყარო გამოდიოდა კლდეში იქ წყალი, რომ არ გწყურებოდა მაინც ჩერდებოდი და სვავდი. სულ რაღაც ნახევარ საათში ალექსანდრე შანიძე-ბეგელის სახლთან ავდიოდით, იმის შემდეგ მიუყვებოდა ასვალტის საფარიანი გზა რომელიც სოფლის გზას ცენტრში უერთდებოდა. ამ დაღმართ გზას სირბილით ჩავივლიდით ხოლმე. ერთი აღმართიც და სახლში ვართ. ნოღში სახლში დედაჩემის მშობლები ჟორა ლევანტიჩი, ნიერიკო და დედაჩემის პატარა ძმა და მისი ცოლ შვილი იყვნენ.. ასევე ამ სახლში სულ ნახავდით მეზობელს ან შორი გზიდან მოსულ სტუმარს.. ეზოში შესულებს ბიცოლაჩემი შორენა შემოგვეგება, ჩემი ბავშვები მოვიდნენო.. ეზოში ორ სართულიანი დიდი სახლი დგას დიდი აივნებით. უცებ სახლიდან გამოცვივდნენ ნია და ნინო. ნიას სახელი ბებიის საპატივცემულოდ დაარქვეს, ნინოს მამიდის სახელი ქვია, მამიდას გოგოაო იბრალებს მამიდამისიც. აივნის ბოლოში კუხნის კარი იყო საიდანაც გამოვიდა ნიერი ბებია, რომელიც ულამაზესი ქალი იყო, თეთრი მოკლედ შეჭრილი თმებით და გადაბრიალებული ლამაზი სახით.
-ჩემი დამმარხავი ბიჭი მოვიდა ჩემი სიხარული. -მომაძახა ბებიაჩემმა.
ამ დროს ჭიშკარში დედაჩემის პატარა ძმა ვეფხოია შემოვიდა, მუხლამდე შორტებით და მაიკით, ზურგზე ნედლი ყანის გამოჭრილი შეკვრა ქონდა მოდებული.
-ამდენ ხანს რატო არ მოით ბიძია?-მოგვაძახა შორიდან, სახლის გვერდით დაყარა სიმინდის შეკვრა, შემდეგ ჩვენთან მოვიდა და გადაგვეხვია. მას უკან მოყვა პოლიციის ლურჯ პერანგში და გვერდზე წითელი ზოლიანი შარვლით ჟორა ლევანტიჩი, დედაჩემის მამა, რომელიც ობლობაში გაზრდილი, მშრომელი კაცი იყო. ყოფილი პოლიციელი.
-ოჰ, მუშა კაცი მოსულა. რავახარ ბაბუა?? მამაშენი ვერ წამეიყვანე?....
რა არ ვეცადე მაგრამ ჩემი სიზარმაცით მხოლოდ ვაკვირვებდი ბაბუაჩემს და გულს ვერ ვუგებდი. ამიტომ იძახდა ჩემზე ამისგან კაცი არ დადგებაო. ბებიაჩემ ნიერის უამრავი კვატა ყავდა ეზოშივე გაშვებული, ორს იმ წამსვე მოუსპო სიცოცხლე და ტყემალში ჩაალაგა, ერთი მამალიც ხარჩოშ ჩაახჩო. საოცარი ადამიანი იყო საოცარი, მისი გაკეთებული ყველა კერძის გემო დღემდე მახსოვს. ჟორა ბაბუას ბავშობიდანვე უყვარდა შრომა, ცხოვრებამაც ისე მოიტანა, მამა ადრე გარდაეცვალა, ავადმყოფ დედას თვითონ უვლიდა. სახლიდან ცოტა მოშორებით მეორე ეზო ქონდათ და აქვთ ,,ქვედა ეზო“, სადაც ადრე ცხოვრობდნენ და სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ბაღი ჰქონდა. ტონობით ბალს, ატამს, ვაშლს, მსხალს, კარალიოკს, ალიბუხარს და სხვდასხვა ხილს კრეფდნენ. ცოტა ნერვიული კაცი იყო, ბებიაჩემს სულ ეკინკლავებოდა მაგრამ ერთი დღეც ვერ ჩერდებოდა უიმისოდ.. ხშირ შემთხვევაში კინკლაობის მიზეზი მე ვიყავი, მე ამ ყველაფერს ხალისით ვუყურებდი.
დილა ჩემთვის 12 საათზე იწყებოდა, რადგან ნახევარ ღამეს ბირჟებზე სოფლის ცენტრში არსებულ კლუბზე მეგობრების გარემოცვაში ვატარებდი. ხოდა ერთ დღესაც 12 საათზე არა და პირველის წუთებზე ავდექი, ბიცოლაჩემმა საჭმელი გამიმზადა.
-ბიცო ჩაის დალევ? კაი ნამცხვარი დაგიცხვე და მიაყოლე, თუ არადა საჭმელი ჭამე. მითხრა ბიცოლაჩემმა.
რადგან ჩემთვის ჯერ დილა იყო ჩაი ვარჩიე და გამიმზადა. ამ დროს შემომიერთდა ლევანტიჩიც, თვითონ მეორეჯერ სადილობს კაცი ნამუშევარი ამოვიდა ,,ქვედა ეზოდან“, მე ჩაის ვსვამ. გადავწყვიტე ცოტა მისი გამხიარულება, აუ ძალიან ცხელია ჩაითქო ხმამაღლა წარმოვთქვი, შემდეგ ყინულიანი წყალი ავიღე და ჩაიში ჩავასხი...... კაცმა საჭმელი მიატოვა და სახლიდან გაიქცა. საღამოს მე და ბიძაჩემი ფეხბურთის სათამაშოდ გავეშურეთ ჩემს ბავშობის მეგობარ ამირან გოგიტიძესთნ და ჟორა ლორიასთან ერთად. სახლში დაღლილები დავბრუნდით, ცოტა ჭადრაკიც ვითამაშე ბაბუაჩემთან და ბიძაჩემთან და ეს დღეც ასე რთულად გავიიდა....
მეორე დილით ავდექი ისევ ჩვეულ დროს, სახლში ჩავრთე ტელევიზორი მუსიკების არხზე, გარეთ მაგნიტოფონი ჩავრთე, ერთი ორი მეზობლის ბიჭიც შემოვიპატიჟე და დილიდანვე კარტის თამაში გავაჩაღე. ამ დროს ყვირილის ხმა მომესმა, ჩემმა მეზობელმა ბაბუაჩემის ხმას მიამსგავსა, მე ვუთხარი, რომ სახლში არ არის კაცო სამუშაოდ არის მეთქი. ცოტახანში ისევ იგივე ხმა მეც მომესმა, გამოვრთე მაგნიტოფონი და სახლის უკან ეზოში ჩავირბინე, სადაც ბაბუაჩემი ვაშლს კრეფდა, 8-9 მეტრის კიბეს ეწიწება უნდა, რომ ხეზე მიადგას, რამდენჯერ კიბე წამოაყუდა წონასწორობა ვერ დაიცვა და წაექცა და ყვიროდა დახმარებისათვის ნიერიო. მე ვუთხარი ნიერის სად სცალია დაქალები ჰყავს სახლში ყავას სვამსთქო, იმას ხომ არ ვეტყოდი მე ვთამაშობდი და მუსიკები ჩავურთეთქო, ამ დროს მეზობელი ქალი-მაურა ბებია გადმოვიდა და უთხრა ჟორა იძახის მქგონი ეზოდანო, გამოვიდა ბებიაჩემი სახლიდან და დაუძახა:
-ჟორა რა არი მეძახდიო? ამან ბაბუაჩემი უფრო გააღიზიანა და ხმამაღლა მიაძახა:
-სანამ მქონდა გოო ნიერი აყენებული არ გამოი და აწი რათ მინდა, რომ გამოდიხარო (ბაბუაჩემი კიბეს გულისხმობდა მაგრამ მე ეს არ გამომეპარებოდა და მაშინვე მოვარგე ისე როგორც მე მინდოდა).
საოცრად თბილები და ტკბილები იყვნენ.. მაგათ ჩხუბშიც სითბო მოდიოდა და იფრქვეოდა.. ერთხელ ბებიაჩემს იმ დროს წავადექი როცა საწნახელზე ხორც ჩეხავდა, ხშირად ამ ფაქტს ჩემს სასიკეთოდ ვიყენებდი, თუ გინდა რომ ბაბუაჩემმა არ გაიგოს გამიშვი ბირჟზეთქო... ოღონდ ბაბუაჩემს არ გაეგო და არ ამეყვირებინა და საწყალი ქალი ყველაფერს მისრულებდა.. მაგრამ ერთი ცუდი ჩვევა რაც ქონდა ბირჟებზე ხშირად დამადგებოდა თავზე სახლში წამოდი მაგენი გაგაფუჭებენო...
აი ამ წლებში მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვიყავი.. არ ვფიქრობთ ადამიანები იმაზე, რომ ხვალ შეიძლება აღარ იყვნენ ის ჩვენი საყვარელი ადამიანები ჩვენს გვერდით.. გასახსენებელი ძალიან ბევრი რამ მაქ. უამრავი.... მეტირება.. სანამ ცოცხალი ვიქნები მე მაგათ სულებს არ დავივიწყებ.. მიყვარდა მე ისინი და მეყვარება მუდამ... დრო მოვა ყველა ერთად ვიქნებით მაინც მანამდე პატივს ვცემ მათ გარდაცვლილ სულებს.........

04.02.2017 წელი დილის 06:48 საათი

p.s. ეს რომ დავწერე იმ დღეს გავიგე რომ ის ერთადერთი ბაბუაც მძიმედ იყო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..

12 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes