ჩემი ლექსი
38, Tbilisi, Грузија

მიგამსგავსე ცის კიდეში მოკაშკაშე ვარსკვლავს,

რომლის შუქი ალამაზებს უბერებელ ღამეს,
მიგამსგავსე თოვლზე შემორჩენილ ვარდებს,
ამაყად რომ დგას და ირგვლივ სურნელს აფქვევს.
მიგამსგავსე ბუხარს რომ გიზგიზებს ღამით,
რომ წიოკობს სულში მონატრება ლამის
მიგამსგავსე ჩანჩქერს რომ ეშვება კლდიდან,
მე ხომ შენთან მარტო, სიყვარული მინდა..
მიგამსგავსე მთვარეს, გაბადრულს და სავსეს,
მომღიმარი სახე მინდა ყველგან ჩანდეს..
მიგამსგავსე ფიფქებს მე რომ თავ გზას მიხვევს,
საფერებლად ამ დროს ვერ ვპოულობ სიტყვებს,
მიგამსგავსე ქარსაც რომ მიღეღავს გულ-მკერდს,
ხან მასწავლის ბრძოლას ხან მამსგავსებს სულელს..
მიგამსგავსე ზღვასაც აღელვებულს ზღვისფერს,
რომ მეძახის მისკენ და მორევში მითრევს,
მიგამსგავსე წვიმას რომ მისველებს სახეს,
ცრემლები ხომ ამ დროს ალამაზებს თვალებს..
მიგამსგავსე ჩემს ცოლს , ჩემი შვილის დედას,
ამდენი ხნით სად ხარ? - შეკითხვას რომ ბედავს..
მიგამსგავსე სუნთქვას ყველაფერს რომ უნდა,
ჩემ ფიქრს მიგამსგავსე დღით და ღამით თუნდაც....
(უბრალოდ გიო)

3 views
 
Коментари
GTM 11.02.2015

სუპერ!!!!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes