კარლოს კასტანედა – დონ ჰუანის სწავლანი
65, Tbilisi, Грузија

'...ტონალი – ესაა ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ... ყოველივე, რისთვისაც ჩვენ გვაქვს სიტყვა – ეს ტონალია... არავითარი სამყარო ფართო გაგებით არ არსებობს, არის მხოლოდ სამყაროს აღწერილობები, რომელთა ვიზუალიზებაც ჩვენ ვისწავლეთ და ვიღებთ ამას, როგორც რაღაც თავისთავად განსაზღვრულს... ტონალი – ეს ისაა რაც ქმნის სამყაროს... ტონალი 'ქმნის' სამყაროს, მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით. მას არ ძალუძს არაფრის შექმნა ან შეცვლა, და მაინც ის ქმნის სამყაროს, რადგან მისი საქმეა – განსჯა, ხედვა და შეფასება... ტონალი კუნძულია... ეს კუნძული ფაქტიურად მთელი ჩვენი სამყაროა. ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ტონალები, მაგრამ არის კოლექტიური ტონალიც ჩვენ ყველასათვის ნებისმიერ მოცემულ დროში, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ დროის ტონალი... ყველაფერი, რაც ჩვენთვის ცნობილია ჩვენს თავსა და ჩვენს სამყაროზე, იმყოფება ტონალის კუნძულზე... ნაგუალი ესაა ჩვენი ის ნაწილი, რომლისთვისაც არ არის არავითარი აღწერილობა. არაა სიტყვები, სახელები, შეგრძნებები, ცოდნა... ნაგუალი არ არის ღმერთი, რადგან ღმერთი ეკუთვნის ჩვენს პირად ტონალსა და დროის ტონალს. ტონალი წარმოადგენს... ყველაფერ იმას, რისგანაც, ჩვენის აზრით, იგება სამყარო ღმერთის ჩათვლით; ცხადია, ღმერთი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სხვა, არის რა ჩვენი დროის ტონალი... ნაგუალი... გარს აკრავს კუნძულს. ნაგუალი იქაა, სადაც ბინადრობს ძალა. ჩვენ დაბადებიდან ვგრძნობთ, რომ ჩვენში ორი ნაწილია. დაბადების მომენტში და რამოდენიმე ხანს შემდეგ ჩვენ მთლიანად ნაგუალი ვართ. შემდეგ ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნორმალური არსებობისათვის გვჭირდება იმის საპირისპირო, რაც უკვე გვაქვს. ტონალი არ არსებობს და ეს ჩვენს გვიქმნის არასრულობის შეგრძნებას. შემდეგ ტონალი ვითარდება და სრულიად აუცილებელი ხდება ჩვენი ცხოვრებისათვის. იმდენად აუცილებელი, რომ ნაგუალის ცნობიერებას ბინდავს...'

16 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes