ანტუან დე სენტ ეგზუპერი – 'სამხედრო მფრინავი'
65, Tbilisi, Грузија

'...ხორბალი რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ხორციელი საკვები. ადამიანის კვება იგივე არაა, რაც საქონლისა. პური მრავალ დანიშნულებას ასრულებს. პური იქცა ხალხის გაერთიანების საშუალებად, რადგან ადამიანები მას ტეხენ საერთო ტრაპეზის დროს. პური იქცა ჩვენთვის შრომის სიდიადის სიმბოლოდ, რადგან ის შრომითა და ოფლით მოიპოვება. პური ჩვენთვის იქცა თანაგრძნობის განუყრელ თანამგზავრად, რადგან მას ძნელბედობის ჟამს არიგებენ. გაზიარებული პურის გემოს ვერაფერი შეედრება...'

'...დამარცხება...გამარჯვება...მე ცუდად ვერკვევი ამ ფორმულებში. არის გამარჯვება, რომელიც აღმაფრენით გავსებს, არის სხვაც, რომლებიც გამცირებს. ერთ დამარცხებას დაღუპვა მოაქვს, მეორე – სიცოცხლისაკენ გიბიძგებს. სიცოცხლე ვლინდება არა მდგომარეობაში ,არამედ ქმედებაში. ერთადერთი გამარჯვება, რომელიც ჩემში ეჭვს არ იწვევს, ესაა გამარჯვება ჩადებული მარცვლის ძალაში. შავ მიწაში ჩაგდებულმა მარცვალმა უკვე გაიმარჯვა. მაგრამ უნდა გავიდეს დრო, რომ მან დამწიფებულ ხორბალში იზეიმოს...'

'...ხვალ ჩვენ გავუყვებით ღამეს. ნეტავ ჩემმა ქვეყანამ იცოცხლოს იმ დრომდე, როცა დღე დადგება! რა უნდა ვქნა, რომ ის გადარჩეს? როგორ ვიპოვო მარტივი გადაწყვეტილება? ის წინაღობას ეჯახება. აუცილებელია გადარჩეს სულიერი მემკვიდრეობა, თუ არა და ერი დაიღუპება. აუცილებელია გადარჩეს ერი, ამის გარეშე დაიღუპება მემკვიდრეობა...'

'...ეჭვიც არ მეპარება ჩვენს ხსნაში. ახლა ჩემთვის უფრო გასაგებია ცეცხლისაკენ მიმავალი ბრმის სახება. რადგან ბრმა ცეცხლისაკენ მიდის, ესე იგი მას ცეცხლის მოთხოვნილება გაუჩნდა. ცეცხლი მას უკვე მართავს. თუ ბრმა ცეცხლს ეძებს, ესე იგი მან უკვე იპოვა იგი...'

ბევინ ჰაუზი, ლონგ აილენდი, 1942 წ.


8 views
 
Коментари
juditi 27.04.2010

am mfrinabma mwerlebma xo gadamiyoles da mec amiyolies:))))))
gafrena mindaaa:)

Tedd Tedd 27.04.2010

შემთხვევას გააჩნია. ზოგი აფრენს და მერე იწყებს წერას, როგორც ბატონი ანტუან–მარი–როჟე დე სენტ ეგზუპერი, ზოგი პირიქით – ჯერ წერას იწყებს და მერე ნელ–ნელა ერეკება მეტისმეტი ჭკუისაგან, როგორც დოსტოევსკი და ჯონათან სვიფთი, ზოგი კი – მხოლოდ აფრენს და წერა აზრადაც არ მოსდის, როგორც ერთაოზსა და ბიძია–ბაბუას:)))

'...არა, ადამიანს რა ჯანდაბა გააფრენს, მაგრამ მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი!'
პოლიცმეისტერი ხუტა 'შერეკილებიდან'

Blog
Blogs are being updated every 5 minutes