ნამგალა ვეშაპი.
65, Tbilisi, Грузија

დიახ–დიახ, წეროებზე არ ცდები!
რაც შეეხება ნამგალა ვეშაპს მას ტვინის მასისა და საერთო მასის შეფარდება დელფინზე უკეთესი აქვს, ხოლო დელფინს – ჩვენზე:(
სულ ცოტა ხნის წინ იყო 'დისკავერზე' გადმოცემა 30 წლიანი კვლევის შედეგების შესახებ – თუ რაში სჭირდება ნამგალა ვეშაპს ასე დიდი ზომის და უაღრესაად რთული ტვინი. აღმოჩნდა, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთი ნამგალა არ გადის უახლოეს ნათესავთა და ნაცნობთა წრიდან. ის ყოველ სხვა ნამგალას პირადად(!) იცნობს. თავისი ჯიშის წარმომადგენლებთან არავითარი კონტაქტი არ აქვს, თუნდაც მთელი ცხოვრება ერთ ყურეში გაატარონ გვერდიგვერდ. მათთან მატრიარქატია. ყველა ახალ ნამგალას მათ მხოლოდ დედა აცნობს. დაფიქსირდა რამოდენიმე შენთხვევა დედის ტრაგიკული დაღუპვისა, რის შემდეგაც შვილებს დიდი ხანი აღარ უცოცხლიათ და შიმშილით მოიკლეს თავი.

26 views
 
Коментари
juditi 26.05.2010

არსებობს საკითხი,რაც არ გაინტერესებთ?:)))
ჩვენ ,ადამიანებს წვიმის წვეთების გვეშინია,ესენი კი სულ სველები,პრიალები და საყვარლები არიან:))

Tedd Tedd 26.05.2010

ჰოო, ნამგალა ვეშაპები საყვარლები კი არიან , მაგრამ ზოგჯერ ანაზდად იციან გამხეცება. მათ ამგვარ ზნეს არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა:(( ძალიან რთული ფსიქიკისა და ჯერაც ძნელად განსაჭვრეტი ქცევის მქონენი არიან.

tamrii 25.05.2010

საკმაოდ რთული და სადავო საკითხია , ჯდება ეს ყველაფერი მხოლოდ ინსტინქტების ჩარჩოში ,თუ უფრო რთულ ქცევით ფენომენთან გვაქვს საქმე .საკმაოდ საინტერესოა.

Tedd Tedd 26.05.2010

არა, ინსტიქტების არა. ბევრი მეცნიერის აზრს ვიცნობ ვეშაპისებრთა ურთულესი სოციალური ცხოვრების შესახებ.

Blog
Blogs are being updated every 5 minutes