malkhaz's blog

malkhaz
36, Tbilisi, Грузија

30.01.2010

ვერ ვიტან:
კარაქს და თაფლს. აგრეთვე იმ გარემოებას, როცა პურზე ორივეს ერთად ატყეპებენ. ან ხიზილალას აფუჭებენ კარაქით;
როცა ვიღაცა ურიგოდ და უტიფრად ერჭობა იქ, სადაც უამარავი ადამიანი დგას;
მეზიზღება გამოთქმა - ”სიხარულო”;
ზამთარს, სიცივეს და თოვლს;
ბოკერიას, ნათელაშვილს და განსაკუთრებული ”ლ”-ს მქონე ადამიანებს;
რუსულ ესტრადას;
სერიალებს, რომლებიც ისე მაცოფებს, რომ მზად ვარ ფანჯრიდან გადავაგდო მაყურებელი;
გამყიდველს, რომელიც ყიდის ფენოვანს, ხაჭაპურში ყველი არ არის და მაინც, რომ გიმტკიცებს - ყველით არის გატენილიო;
”სანტექნიკები”, ”მალიარები” და ზოგადად ყველა ხელოსანი;
როცა ავტობუსის გაჩერებას ითხოვენ იქ, სადაც ეს არ შეიძლება;
როცა მარშუტკას აჩერებენ და ეკითხებიან - ჭავჭავაძეზე ან რუსთაველზე თუ გადიხარო;
”კეთილ ბოზებს”;
ნარკომანებს და შრპიცებს, რომ ყრიან სადარბაზოებში ან ეზოებში;
ტყლარჭვის პროცესებს, როცა აშკარად ხედავ, რომ უსაქმობის…


30.01.2010

რა გაფუჭებული ხალხი ხართ, თუმცა რა თქვენი ბრალია. არაა ეს ის პირველი ღამე, თქვენ რაც იფიქრეთ. ეს არის უბრალოდ პირველი ღამე, შევქმენი ბატონო სამყარო და ვისვენებ ახლა. არ მეკუთვნის თუ? ან მამენტ ვინ უნდა დამიშალოს, ანგელოზებმა? ჩავყრი იქ, სადაც ჯერ არს.

ისე, კი შევქმენი სამყარო, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურია, არც სინათლეა თითქოს და არც სიბნელეს გავს, პოლუმრაკია უცნაური, რომანტიული მუსიკა რომ უკვე შემექმნა, კარგი საღამოს გატარება შეიძლებოდა დედაღმერთთან, მაგრამ აბა… ორი ხელი მაქვს მეც, მეტი კი არა.


აგერ უკვე სამი ზეციური კვირაა საშინელი დეპრესია მტანჯავს. აღარაფრის გაკეთება არ მინდა, ამომივიდა უკვე ყველაფერი ყელში. რა არ ვცადე, რა საქმეს არ მივყავი ხელი, გული ვერაფერს გადავაყოლე. მიწა შევქმენი, ხმელეთი, ზღვები, მაგრამ მათმა ზვირთცემამ უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა. ცაზე მზე დავსვი, მთვარე და ვარსკვლავები, მაგრამ მთვარის შუქმა მოგონებები აღმიძრა ახალგაზრდობის, გამახსენდა მე და ლუცის ერთად გატარებული წამები, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით და რაც მთავარია… ერთად ვიყავით… და სევდა შემომაწვა.

waterfall


30.01.2010

დღეს მე და მინი ვერთობოდით :-)


საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ერთი და იგივეა, უბრალოდ იმპოტენცია უკვე მოძველებული ტერმინია და იშვიათად გამოიყენება მედიცინაში, ასევე იმპოტენცია უფრო საწყენი ტერმინია ვიდრე ერექტიული დისფუნქცია.

ეს დისფუნქცია ნიშნავს რომ მამაკაცი ვერ აღწევს ერექციის იმდენად საკმარის დონეს რომ შეინარჩუნოს იგი სექსუალური აქტის ბოლომდე. აქვე უნდა ითქვას რომ მამაკაცების უმრაველსობას დრო და დრო აქვთ ერექციასთან პრობლემები, თუმცა ეს ყოველთვის დაავადებასთან არაა კავშირში. ასაკთან ერთად ამ პრობლემის სიხშირე და რიცხვი მატულობს, ხოლო თუ თავის დროზე არ იქნა ეს პრობლემა მიხედილი , ძალიან ადრეულ ასკაში ეს უკვე მუდმივ ხასიათს შეიძენს.


26.12.2009

de


პატილის ერთადერთი სხეულის ნაწილი, რომელზეც არ აქვს თმა, არის ხელის
გულები და ფეხის ტერფები. მისმა მშობლებმა ცადეს ყველაფერი, დაწყებული
ძველი ტრადიციული მკურნალობით და დამთავრებული ლაზერული თერაპიით, მაგრამ
არაფერმა არ გამოიღო შედეგი.


მისი ამჭამინდელი კონდიცია, გამოწვეულია ორსულობისას გართულებებით.
პატილის 32 წლის დედა ამბობს: “რატომ დაგვმართა ღმერთმა ასეთი რამ,
როდესაც სადმე მივდივართ, ხალხი მის დანახვაზე იჭყანება და გვერდზე
აფურთხებს”.


პლასტიკურმა ქირურგმა ვინაი საოჯმა გასინჯა ბიჭი და დაადასტურა, რომ
მისი დაავადება არის ყველაზე იშვიათი. პატილი ამბობს, რომ ამ საშინელ თმას
მოიშორებს სხეულიდან, ყველა შესაძლო საშუალებით, მაგრამ თუნდაც ლაზერული
თერაპიის მერე, ბეწვი ისევ ამოუვიდა.


ექიმებს არ აქვთ არანაირი პასუხი, თუ რა შეიძლება იყოს ამის…


06.06.2013

ამ გენადი ონიშჩენკოს, მგონი, საქართველოში უფრო მეტად ვიცნობთ, ვიდრე თავის მშობლიურ რუსეთში იცნობენ - წინა მთავრობა ხომ მაგას აბრალებდა საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებს და ლამის პუტინზე უარეს მონსტრად გვიხატავდა, ახალმა კი საერთოდ, ბოდიში მოუხადა, ვიღაცას რაღაც აუგი რომ წამოსცდა, როდესაც იკადრა და სპეციალისტების ჯგუფი გამოგზავნა ქართული ღვინოების ადგილზე შესამოწმებლად (ამის შესამოწმებელი რომ გახდება ხვანჭკარა და საფერავი).
უარესის ღირსები ვართ, ვიცოდი, ვამბობდი და ვწერდი კიდეც: აზრი არ აქვს, მაგ კაცს მაინც ვერაფერს დაანახვებთ-მეთქი, და აჰა, - ღვინის დაყენება არ იცით და რა კარგ ყურძენს აფუჭებთო, - ქართველ ჟურნალისტს უთხრა პრესკონფერენციაზე, - მანდარინი თქვენ არ გივარგათო და ქინძის მოყვანა ხომ ჩვენც ვისწავლეთო!..
ეს მართლა ქინძი,…


 :)


ტყუილად ამბობენ ქალებს ბევრი ლაპარაკი უყვართო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალი ტელეფონზე საშუალოდ თვეში 391 წუთს ლაპარაკობს, მამაკაცი კი 455 წუთს.

ფსიქოლოგმა, მათემატიკოსმა და კიბერნეტიკოსმა ნეიმანმა გამოთვალა და დაადგინა, რომ ადამიანის ტვინი, დაახლოებით 1020 ერთეულ ინფორმაციას იტევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჩვენთაგანს შესწევს უნარი, დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც ოცდაათტომიან ენციკლოპედიაში წერია.

ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს ცეზარი სახეზე ცნობდნენ ყველა Aთავის ჯარისკაცს და არც მათი სახელები ეშლებოდათ (დაახლოებით 30 ათასი კაცი).

ნებისმიერ ენაზე დაწერილი წიგნის წაკითხვას შეძლებთ, თუკი ამ ენიდან 2500 სიტყვას ისწავლით. გრამატიკა საჭირო არ არის.

 


Blog
Blogs are being updated every 5 minutes