nini-ko's blog

nini-ko
40, Kabul, Афганистан


მთელი დღე ვგრძნობდი, რაც უნდ ათოვოთ
და ქუჩა ავდრით გადაიხაროს,
დღეს უსათუოდ,ო,უსათუოდ,
მე სასახლეში ვნახავ სიხარულს.
საიდან,როგორ,მე არ მეგონა,
უეცრად გაჩნდით ჩემი ზმანება,
თქვენ მე გამიგეთ,მომეცით ხელი
და აწ სიცოცხლე არ მენანება.


ოჰ,რა ტკბილად ეძინება ღამეს მდუმარს და ფერმიხდილს!
მარტონი ვართ,ჩემო კარგო,ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს...
ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი,წყნარი,
და ყვავილებს ზედ დააკვდა მონავარდე ცელქი ქარი..
ჩუმად გეტყვი, მარტონი ვართ, მივლის ფიქრი ამაზრზენი,
მთელი გულით მე შენი ვარ...სამუდამოდ შენი, შენი..
შემიძლია დაგივიწყო?–მიპასუხე,ამიხსენი,
მთელი სულით მე შენი ვარ...სამუდამოდ შენი, შენი!


ბედიერება უბედურებით
ბედნიერებას დანახვა უნდა,
უბედურებას მხოლოდ შეგრზძნება,
სიყვარულს მთელი გული სჭირდება,
აი,სიძულვილს წამიც ეყოფა.
ბედნიერი ხარ,როცა უყვარხარ,
უბედური კი,როცა აღარ გყავს,
სევდა ყოველთვის იმ წამს გეწვევა,
როცა სიყვარულს აღარ უყვარხარ.
ბედნიერებას დანახვა უნდა,
გულის ტკენას კი ცუდის თქმაც კმარა,
მეგობარს მხოლოდ გვერდში დგომა და
სიყვარულს მხოლოდ ფიქრი და ზრუნვა.
ბედნიერია,ვინც ტკივილს ებრძვის,
და მთელი სულით სიკეთეს ელტვის,
ვინც ამ ქვეყანას ეტრფის და ნანობს
და ცოდვებისთვის ლოცვას მიმართავს.
უბედურება მხოლოდ წამია,
ბედნიერება მთელი ცხოვრება
ის,ვინც წამისთვის ცოცხლობს,არსებობს,
უბედურებაც ხშირად ეწვევა.
თუ გინდა იყო ლაღი,კეთილი,
ბედნიერის არსს ბოლომდე ჩასწვდი,
მხოლოდ მაშინღა გაიგებ,იტყვი:
ბედნიერი ვარ,ვარსებობ,ვიღწვი.
ერთი წამითაც არ ღირს იმის თქმა:
უბედური ვარ,რად მოვევლინე...
თუკი უფალმა შენ მოგავლინა,
ბედნიერება შენც მოგანიჭა!
უბრალოდ ყველა სხვადასხვა დოზით
ბედნიერებას სხაგვარად იღებს,
თუ ერთი წამით უბედური ხარ,
მაშინ ცხოვრებაც მახეს დაგიგებს.
და თუ მიელტვი ბედნიერებას,
მაშინ სამყარო დიდ კოშკს აგიგებს.
შემდეგ…


წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში,
შენს მეტი თურმე არავინ მსურდა...
და სიყვარულის ამ, ნიაღვარში...
გეძებდი დღემდე, გეძებდი მუდამ...

არ დამშრობია, წყურვილი შენი
და გულში ცეცხლი ყოველთვის მენთო...,
გეძებდი ასე, უაზრო რწმენით...
წუხელ, სიზმარში ვიყავი, ღმერთო...

შენ ხარ მიზეზი, რადაც შევცოდე,
რისთვისაც ასე დავქროდი კენტად...
მინდა, დუმილი შენი მესმოდეს...
და კიდევ უფრო მიყვარდე, მეტად...

წუხელ, მე გულის კარებს მიმტვრევდა...
შენი ღიმილი, ჩემი სადარდო...
ქუჩაში უცხო ხალხი გვიმზერდა...
როგორც ყოველთვის, როგორც არასდროს...

მე ვიცი, ჩემს თავს შენს ქარებს ვანდობ...
ყველაზე მეტად მაგ ქარის მჯერა...
გიხსენებ ახლაც და მაინც ვდარდობ...
მომინდა შენი თვალების მზერა...

და მაინც, ისევ ამ წუთებს ველი...
მაგიჟებს შენი თვალების ბრწყინვა...
წუხელ, არ იყო მზე ასე მწველი...
და დილას შენთვის მოვედი წვიმად...

წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში...
როგორ მიყვარდი, ეხლაც ვიხსენებ...
და სიყვარულის ამ ნიაღვარში...
ვფიქრობ შენზე და ასე…


previous 1 2 3 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes