nata25's blog

nata25
42, Kutaisi, Грузија

მე შენ გიპოვნე,დიდხანს გეძებდი,

ვგრძნობდი,რომ მაკლდა სულის ნაწილი,

შენ მე შემავსე,გული გამითბე,

რადგან შენა ხარ ჩემი ნაწილი.

მე ვარ ზამთარი,შენ კი ზაფხული,

ჩემს გულს ციოდა და შენ გაათბე,

შენ ხარ სიმღერა,მე კი ფერები,

ჩვენ ერთად ვძარწეთ ნაზი ბგერები.

გახსოვს რამდენი გვიბოთავია?

ერთად რამდენი გვიოცნებია?

ღამე რამდენჯერ გვითენებია,

სიცილ-ტირილში ჩაგვძინებია,

უცებ გაირბენს ჩვენი დღეები,

გამოხუნდება მკვეთრი ფერები,

მინდა სულ გქონდეს ეს ნაწერები,
წაიკითხავ და გაგახსენდები.


15.05.2013

ისევ შემოგხედე თვალებში..

ისევ ამითრთოლე გული...

ისევ ჩერდებოდნენ წამები..

ისევ მომიწამლე გული..

ნეტა არასოდეს მენახე..

აღარ დამჩაგრავდა სევდა

ვეღარ მოვაღწიე შენამდე...

აღარ გამიღიმა ბედმა...

ისევ გაყინული სიჩუმე..

ისევ აირია გზები..

ისევ მომხიბვლელი ღიმილი..

ისევ სიყვარულით გელი..

ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..

სადღაც გაქრებოდა დარდი..

აღარ ვიტირებდი არასდროს..

ოღონდ გყვარებოდი წამით


მე შენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა . . .
მე შენთან ერთად დაბერება და ლამაზი სიკვდილი მინდა . . .
მე შენთან ერთად მთვარეზე ჯდომა და მზის ამოსვლა მინდა . . .
მე მხოლოდ შენი თვალებით ნათქვამი სიტყვები მინდა . . .
მე მხოლოდ ერთი ადამიანი მინდა . . .
მე სიკდილი და შენი მფარველობა მინდა . . .
მე ერთი სიყვარული . შენი სიყვარული მინდა . . .
იცი რა მინდა ? . . . შენი სუნი, ოკეანე და ლურჯი ცა მინდა . . .
შენზე ზრუნვა, გაფრთხილება და ოცნება მინდა…


19.08.2012

წვიმის წვეთებით აგიხსნი სიყვარულს,
თოვლის ფანტელით მოგეფერები,
მზის სხივებით გაგიშლი გულს და
შენს ირგვლივ იქნება ლამაზი ფერები.

ცას ვარსკვლავს მოვსწყვეტ, ფეხქვეშ დაგიგებ
ცხრა მთას გადავალ, შხამსაც დაგილევ,
მითხარი „მიყვარხარ“ და მე გაგიგებ,
ჩვენს სადღეგრძელოს თუ ისევ დამილევ.

ხელჩაკიდულნი გავივლით ბილიკებს,
მინდორში დაგიკრეფ ლამაზ ყვავილებს,
სიყვარული შენ კარებს გაგიღებს
შეაბიჯებ და აღარ გაგიშვებს.

ლექსებს მივუძღვნი შენს სილამაზეს
შენს სათნოებას და სითამამეს,
არასდროს გაწყენ არ გიღალატებ,
ოღონდ მითხარი: „მე შეგიყვარებ“


14.11.2012

დარდი შემოსულა
გულში
ისევ მონატრების
ფარდად,
აღარ დაგიძახე
გუშინ...
დღეს კი
უშენობა მტანჯავს.
სადღაც დამალული
ხმებით
ჩუმად რომ გიყვები
ზღაპარს -
შენთვის ნათამაშებ
ღიმილს
სულში სევდისფერი
დაჰკრავს...
დრო კი უნამუსოდ
მიჰქრის,
დრო არ დაგვიცდის და
სადღაც -
ჩვენთვის შემონახულ
წუთებს
ურცხვად წაიღებს და
წავა...


მიყვარხარ უბრალოდ ... ჩემებურად ...
გარიყულად...
მარტოსულად... ცრემლნარევად...
რომ იცოდე, რომ იცოდე როგორ...
მაგრამ ამას ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები...
მიყვარხარ , ისე როგორც დილას მზე და
ღამეს ვარსკვლავები...
მიყვარხარ უანგაროდ, უსასყიდლოდ...
მიყვარხარ ჩემთვის მარტოსულად...
მიყვარხარ ქუჩის კუთხეში მოკუნტულს....
მიყვარხარ მწვევალიდან - ხელებგაშლით და ძლიერად...
მიყვარხარ უბრალოდ, ჩემთვის წმინდად... სუფთად...
მიყვარხარ უზომოდ, უსაზღვრო სიყვარულით...
ცას ვეტრფი უკიდეგანოს, ცის კიდეს რომ მივწვდებოდე ...
მთელი ქვეყნის გასაგონად ვიყვირებდი, მაგრამ არ შემიძლია...
მე ხომ მიყვარხარ უბრალოდ...
ჩემებურად...


06.10.2012

menatrebi titqos martla chemi iyo

da chems garda qveynad arvin agar gflobdes

is dro gaqra chmo kargo ertad yofnis

axla isev tkivilamde menatrebi,

davigale am cxovrebam mtlad damgala

am cxovrebas ver gavuge veraferi

menatreba chemo kargo is dro tkbili

chveni siyvarulisagan gadaglili,

magrad vai rom chven ertad agaravart

da uflebac ar maqvs sheni monatrebis

chven dro gvedga siyvarulo tkbilze tkbili

exla gvidgas tkivilis da molodinis,

agar vici ra vushvelo monatrebas

monatrebam me tkivili shemaswavla

agar vici sad gaveqce me molodins

tirili da molodinic man maswavla,

netav ratom exla ragad menatrebi?

shen xom chemi siyvarli agaraxar

magram ra vqna sul bolomde meyvarebi

siyarulma monatreba shemaswavla


14.11.2012

ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...
ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...
ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...
ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...
წვიმას ავატირებ, ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...
ღამეს დავაღამებ, სადმე...
დილას გავითენებ, მაინც...
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე...
იმედს არ დავკარგავ ხვალის...
ღამეს, უშენობით მოვკლავ...
მერე, შავს სამოსელს გავხდი...
მოვალ, დამიჯერე, მოვალ...
და შენ,
პაემანზე დამხვდი
!!!!!!!


ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ვნებიანი კოცნა,
ხომ იცი როგორ მიყვარს ხატის წინ შენზე ლოცვა,
ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ცხელი სუნთქვა შენი,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენი თვალები ბრძენი,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ალერსი თბილი,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ტუჩები ტკბილი,
ხომ იცი როგორ მიყვარს მოყვასი ყველა შენი,
ხომ იცი როგორ მიყვარს მე სიყვარული ვრცელი,
ხომ იცი როგორ მიყვარს ეს ჩვენი ყოფნა ერთად ,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენ რომ მიგიჩნევ გმერთად,
ხომ იცი როგორ მიყვარს არდაზარება შენთვის,
ხომ იცი როგორ მიყვარს ეს ყველაფერი ჩვენთვის......


22.12.2010

მეგონა, ჩემზე ფიქრობდი,
მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,

მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი,
მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,

მეგონა, შენი თვალები
ჩემს სიყვარულს მალავდნენ,

მეგონა, ჩვენი გულები
თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,

მეგონა, ჩვენი ოცნება
ფრთებს შეისხამდა,იფრენდა,

მეგონა, შენ მე გიყვარდი,
მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...:((((


Blog
Blogs are being updated every 5 minutes