nata25's blog

nata25
42, Kutaisi, Грузија

ერთი, ორი, სამი..
ვიხილები და მოვდივარ!!!
ვიხილები და შენამდე შორია, შენამდე არც ერთი გზა არ მოდის..
შენ ცხრა მთას, ცხრა ზღვას, ცხრა ცას იქეთ ხარ და კიდევ უფრო შორს..
ვიხილები და.. არ ხარ...
ვერასდროს გიპოვი..
სევდისფერ ნისლებში დამეკარგე და სუულ სუულ მარტო ვარ..
დიდი ხანია ჩემთან გაწვიმდა.. სევდისფრად...
შენ საყვედურიანი თვალები, დაღლილი ღიმილი და თბილი ხელები გაქვს.
მე – დამტვერილი ფიქრები და ალუბლისფერი ოცნებები..
შენ როკ ენ როლი გიყვარს.
მე – შენ მიყვარხარ.. და მზე...
შენ ჩემი სისუსტე ხარ.
მე – ჩემს სისუსტეებს ვერ ვერევი.
შენ ამბობ, რომ ოცნებები არ ხდება.
მე – ჯიუტად ვოცნებობ და ვიცი, რომ გავფრინდები!
შენ იმასაც ამბობ, რომ რომანტიკოსი ხარ (ხოლმე) და ლექსებს წერ(დი)
მე – მჯერა.
შენთან სულ სითბოა.
მე – თბილი ღიმილი…


დღეს ცხოვრებაში შევცოდე ისევ,
და მე ეს ცოდვა დამიჯდა ქვეყნად...
ვარ დამნაშავე უფლის წინაშე
რომ შეგიყვარე ყველაზე მეტად...
მე დავივიწყე ირგვლივ ყოველი,
მელანდებოდი ყოველთვის, ყველგან...
მე ცხოვრებაში შევცოდე ბევრჯერ,
რომ შეგიყვარე, შევცოდე მეტად...
მე ეხლაც გეძებ, ისევ შენ გნატრობ,
ისევე მომდის თვალთაგან ცრემლი,
ისევ მიყვარხარ, შენზე ვოცნებობ
და ისევ მინდა რომ იყო ჩემი...
ჩემთვის შენ ცოდვის მიზეზეად იქეც,
შენ გამო უფალს ვარისხებ ეხლაც...
მე აღარ მინდა მიყვარდე ისევ,
არ მინდა ისევ დავიღვრე ცრემლად...
და დაგივიწყებ უფლის წყალობით,
როცა ვიქნები უდაბნოს ქარში,
შენზე ვიფიქრებ, ჩემსავით მოკვდა...
და მერე ჩემგან საერთოდ გაქრი...
  


17.09.2012

ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.
შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.


ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი...
რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს....
იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული...
იცი რატომ?...არც მე ვიცი....
ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ...
დრო ნელია?...ალბათ არც მიდის....
წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის....
...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები...
იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა....
იცი რას ვგრძნობ?...უაზრო და ტკივილიან მონატრებას...
იცი რა ვიცი?... რომ მიყვარხარ და მეყვარები....
შენ კი?...ალბათ ძველებურად აღარ გენატრები....!!!


მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული..
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე
დიდი იმედის პატარა ქოხი...
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული:))))))
 


20.12.2010

ფიქრი,
სიტყვა,
აზრი,
წყება,
მონატრება აქ იწყება.
ცისარტყელის ფერთა გამა,
ეს დღე ნეტავ როდის გავა.
ფერი თეთრი,
ფერი შავი,
შენ ხარ ჩემი სალოცავი.
ღამე,
მთვარე,
ბაგე,
ვარდი,
სიგიჟემდე შემიყვარდი.
აზრი,
წყება,
სიტყვა,
ფიქრი,
მოდი ჩემთან, ნურას იტყვი.
ბინდი თეთრი,
ფიქრი მკვეთრი,
ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი.
ქარი კარში,
თოვლი მთაში,
ჟრუანტელმა დამიარა ტანში..
 


ენ რომ არ იყო, ალბათ სევდა გულს მომიკლავდა
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა საბოლოოდ რაც გრძნობა დამრჩა,
წამოვიდოდა მოკამკამე წყარო ანკარა.
შენ რომ არ იყო, ჩემს თვალებში ცრემლი გაჩნდება,
ცრემლი, რომელიც დარდიდან მოდის და არა წყდება
და მხიარული, ეს ჩემი გული სადღაც გაქრება
და მოწყენილი, ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
შენ რომ არ იყო, ოცნებები დამეკარგება,
ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოს დარცენილს შენზე ფიქრი მომეძალება
და შენთან ყოფნა უფრო ძლიერ მომენატრება.
შენ რომ არ იყო, სიყვარული დამეკარგება
და ტრფობის ჟამი ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ეს ჩემი გული მ
არტოდ_მარტო ალბათ მოკვდება!?


16.09.2012

ბედნიერებას იმ დგეს ეცვა უბრალო კაბა,
მხრებში მოხრილი მოდიოდა პატარა შუკით;
თვალებში ედგა უცნაური სინათლის შუქი
რაღაცა უცხო სიხარული მოჰქონდა ალბათ,
ჩავუარე და არ შევჩერდი,არ გავყევ უკან
მხოლოდ ღიმილი შევაგებე თავაზიანი,
მოვიხედე და....
დადევნება იყო გვიანი....
უკვე გაევლო გასავლელი პატარა შუკა..


შემოდი ჩემში...
დარჩი ჩემში...
ჩემთან იყავი...
აღარ წახვიდე არასოდეს სხვაგან და სხვასთან...
გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი,
თორემ სიცოცხლე უშენობით დახმა, დახავსდა...

ნუ მეუბნები:
- განშორება ხარკია დროის!
სხეულს მიფატრავს ამ სიტყვების იდუმალება
და ეკარგება მოფარფატე სულს მყუდროება
და მტკივა უკვე ჩემი ცოცხლად გარდაცვალება...

განმისხეულდი...
მეთანადე...
გამიმარადდი...
და რაც ეკლებმა უშენობის ფიქრებში მკაწრეს,
ისევ ალერსის ჩანჩქერებით გამიფერადე
მარტოობის და უშენობის მწველი სიმკაცრე...

შემოდი ჩემში...
დარჩი ჩემში...
ჩემთან იყავი...
მეტად ასე შორს ამდენი ხნით ვეღარ გიგულებ...
გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი...
და მეც ბაგეებს ცხელი კოცნი


04.12.2012

მინდა დავხატო ფერები
მინდა გაჩუქო სიტყვები
მინდა დავწერო მუსიკა
და გავაჟღერო ნოტები ♫
მინდა გეფერო... მინდა გიყურო...
სული გაგითბო...დარდი გაგიქრო,
მინდა ჩაგხედო სულის სარკეში რომ ჩავიძირო გრძნობის მორევში....
მინდა რომ შევქმნა ზღაპარი, სადაც შენ შეგიყვარდები ..!!!!!!!!!!!!


Blog
Blogs are being updated every 5 minutes