julilabardi's blog

julilabardi
63, Florence, Италија

http://www.youtube.com/watch?v=csFrWZ7DKI0&feature=youtu.be


ფიქრები? ისევ მაწამებენ.
ოცნება? რავიცი გაქრა.
დანახვის სურვილი? შემომრჩა...
იმედის ნაპერწკალი? ჩაქრა.
უშენოდ ვერ ვძლებდი? გავძელი.
ძნელია რა ვუყოთ ახლა.
ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს.
ვერ გეტყვი შენ თვითონ ნახავ,
ოცნება? რავიცი დასრულდა
ფიქრები? მაწუხებს ახლაც.
რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე,
გულს თუ სიყვარული ახლავს




ქალო, სირცხვილია
შინ შედი... ჰაერი
ურცხვად გეხება და გლოკავს...
ქალო, ეგ ღიმილი, ჯოკანდასნაირი,
ვიღაცას ქუჩაში მოკლავს.
ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს
ვნებამორეული გსინჯავს...
ქალო, სირცხვილია,
ყელს როგორ იღერებს
მაგ სავსე გულ-მკერში ჭინკა...
როგორ გსვამს ეშმაკი ურქო და უკუდო
ბადაგით პირსავსე ფინჯანს...
ქალო, სირცხვილია,
დახარე ქუთუთო,
შიშველი თვალები გიჩანს


თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.

უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.

თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.

გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.

თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია.


შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი,
გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,
მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი
და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.
ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი,
შენი წვივის და მუხლების სითბოს
და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,
გესმის? _ გული როგორ ცემს და რითმობს.
მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,
ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,
სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,
ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.
საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,
ცხელი ენით დაგითვლიდი მალებს,
შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი
და სიცელქით აგინთებდი თვალებს.


ხომ შეიძლება გაგიჟდეს ქარი
და თეთრ ფანჯრიდან შფოთი და ხელი
შემოიპაროს ოთახში მკრთალი,
ჩუმად მოგხვიოს დაღლილი ხელი...

ხომ შეიძლება გაგიჯდეს ქარი,
გამოგიღვიძოს ჭაბუკი ქმარი,
და როცა ნელა შემოგხსნის ხელებს,
თვალში ჩაგხედავს სხივები მთვარის

წაგართმევს გულს და ოთახში მერე
მარტო დაგტოვებს მთვარე და ქარი,
დაგტოვებს ეჭვით ავსილი ქმარიც...
ხომ შეიძლება,გაგიჯდეს ქარი...


რამდენი წლის ხარ?რამდენი წლის ვარ?

რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?!

აპრილის შვილი,ენძელის ხნის ვარ,

ნაწვიმარ ბაღის,უღრუბლო ცის ვარ.

რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ...

ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,

დაბალი წრის ვარ,მაღალი წრის ვარ,

რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...

ნელინელ კვდომის ,ნელინელ ხრწნის ვარ,

ღმერთების ფეხის,უბრალო მტვრის ვარ,

არაგვის,თერგის,რიონის,მტკვრის ვარ,

ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.

ატმების კვირტის,ვაზების რქის ვარ,

მილეულ მთვარის,ამოსულ მზის ვარ,

ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?!

ზაფხულის,ზამთრის,მოყვრის ვარ ,მტრის ვარ,

ზოგჯერ სულელის,ზოგჯერ ბრძნისა ვარ,

მარკიზის,გრაფის,ხელმწიფის ღირს ვარ,

ხან მძიმე ჩადრის,ხან დეკოლტის ვარ,

ხან დალხინების,ხანაც სიმწრის ვარ.

შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ,

ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ,

ვარ პირველ კლასში,სულ ექვსი წლის ვარ!

საყურის ,ბეჭდის,კაბების ცვლის ვარ.

ხან ავი ზნის ვარ,ხან კარგი ზნის ვარ,

ქართული ჰანგის,ქართული ზნის ვარ.

ჭოროხის,ზვირთის,პონტოის ზღვისა ვარ,

კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ,

ჩვიდმეტის…


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს
ობლად ეული,რომ დარჩენილა
მოსვლა,რომ არავის უთხოვია
მაინც ვიღაცისთვის გაჩენილა.
ღაწვებს ცრემლებით,რომ აკრიალებს
დილის ცისკარივით დარიანი
ვინმეს ნისლივით,რომ დასტრიალებს
ნუკრის თვალებივით დარდიანი.
სხვისი ცრემლებით,რომ იტანჯება
სხვისი ალერსით,რომ იწყევლება
სხვისი სიყვარულით გულნატკენი
თოთო ბავშვივით,რომ იცრემლება.
ობლად ეული,რომ დარჩენილა
დარდმა ცოტა კიდევ დაიხანოს
ობოლ სიყვარულის თამადობით

ყველა სიყვარულმა გაიხაროს.


ნამდვილ სიყვარულს ღიმილი უხდება,
ნამდვილ სიყვარულს უხდება სევდაც,
ნამდვილ სიყვარულს ორი მხარე აქვს,
ისევე,როგორც მედალს.

ნამდვილ სიყვარულს უხდება ღიმილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ფიქრი,
სიყვარულს უხება წრფელი გრძნობები,
სიყვარულს უხდება ფიქრი.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ლოდინი,
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება დაცდა,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ტირილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება განცდა.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ოცნება,ოცნება ღამისთევით,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ამბორი,გულის საამო რხევით.

ნამდვილ სიყვარულს დაჰყვება მუსიკა,
ნამდვილ სიყვარულს ლექსი თან ახლავს,
ნამდვილი სიყვარულია ნამდვილად ეს გრძნობა,
მე რომ განვიცდი ახლა..


მერე რა მოხდა თუ დავალ,
კვლავ მარტოდ-მარტო ეული.
იანვარივით სუფთა ვარ,
მარტივით გადარეული.

მერე რა მოხდა თუ დღემდე,
არ გამიმართლა ცხოვრებამ.
რა მოხდა თუკი ვერ შევძლე,
სამოთხის გამოგონება.

მერე რა მოხდა თუ გზები,
უსწორ-მასწოროდ წავიდა.
მაინც შენზე ფიქრს ვუნდები,
ოცნებებს ვიწყებ თავიდან.

მერე რა მოხდა თუ შენი,
ალერსი მე არ მეღირსა.
უკვე ხომ ვერას ვუშველი,
მაგრამ კვლავ მჯერა ბედისა.

მერე რა მოხდა თუ დღემდე,
აქ ვერ გამიგეს აზრები.
მერე რა მოხდა, გთხოვთ მენდეთ,
წამითაც არ გავბრაზდები.

მერე რა მოხდა თუ დავალ,
კვლავ მარტოდ-მარტო ეული.
იანვარივით სუფთა ვარ,
მარტივით გადარეული..


Blog
Blogs are being updated every 5 minutes