julilabardi's blog

julilabardi
63, Florence, Италија

მე არასოდეს ვყოფილვარ მარტო
თან მახლდა მუდამ წვიმა და ქარი
შენით დავთვერი, მაგრამ არასდროს ...
მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მთვრალი.
არ ვკარგავ იმედს –შევხვდებით მალე
წმინდა ოცნება მომიყვანს შენთან,
ჩუმად მოვისმენ შენს გულის ჩურჩულს
და მერე ყველგან ვიქნებით ერთად.
ადგილი სადაც შევხვდებით ისევ,
ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთია
და მკვდარ დუმილშიც მე დაგიმტკიცებ,
რომ სიყვარული მართლაც ღმერთია!!!


არასდროს მყვარებია მშვიდი წვიმა,ყოველთვის თავსხმას ვარჩევდი.
არასდროს მომისმენია მუსიკა დაბალ ხმაზე,მელოდია მუდამ სხვების ყურამდე აღწევდა.
არასდროს მყვარებია მშვიდად,მუდამ სიგიჟეს აღწევდა გრძნობა.
არასდროს გავჩუმებულვარ,მუდამ ვამბობდი იმას რასაც განვიცდიდი,მერე რა,თუ ამის გამო ბევრჯერ წავაგე.
მონატრება თუ ჭკუიდან მშლიდა,უბრალოდ ვყვიროდი, რომ მომენატრა.
ტირილი თუ მინდოდა ვტიროდი,სანამ არ დავიღლებოდი.თავი არასდროს მინუგეშებია.(თანდათან იმასაც შემაჩვიეს რომ,ცრელები თმებით უნდა მომეწმინდა და არა ცხვირსახოცით)
ჩემს უაზრობებსაც მუდამ ბოლომდე მივდევდი.
ერთ მდინარეში ორჯერაც შევსულვარ,მერე რა,თუ შედეგი ნაპირზე გარიყვაა.
თუ დამილევია,რათქმაუნდა ორი ჭიქა არასდროს.
საჩუქარი თუ მიყიდია,ბოლო კაპიკამდე დავხარჯულვარ,ჩემთვის არაფერი მომიტოვებია.
არასდროს წამოვსულვარ შუა სუფრიდან.
არასდროს მითქვამს ,,ჩემი ცრემლები სხვის თამაშში ფსონად არ ღირსთქო” მერე რაა, თუ ამ ცრემლებიდან ტკივილის მეტი არაფერი შემრჩა. არასდროს გამიცინია მოკრძალებულად და ნაზად(ისე როგორც ,,კარგად აღზრდილ…


შენი საფლავიდან მიწა მოვიპარე,
სულ ცოტა, რასაც ძლივს შემოვწვდი თითებით,
დაღამდა თუ არა გულზე მოვიყარე,
ამაღამ ორივე მიწასთან ვიწვებით.
გგონია გავცივდი?მიწა გავაცხელე,

ტალახად ვაქციე დაქცეულ ცრემლებით,
ღამე გავათენე საოცარ სიმშვიდით,
ორივე ერთნაირ ზეწარს რომ ვეხებით.
ოღონდ ესაა რომ მე ისევ აქ ვრჩები,
შურის და ღალატის წუთიერ სოფელში,
შენ კი არ მომიკვდი,შენ სიკვდილს გადარჩი,
რადგანაც ყველაფერ მიწიერს მოეშვი.
მე სულ გელოდები,ერთხელაც იქნება,
მომკიდებ ხელებს და ზეცისკენ წამიყვან
- შეხედე ალუსი სიცოცხლე იწყება! -
მეტყვი და ყველაფერს დავიწყებთ თავიდან.
და ისე დავიწყებთ არავინ დაგვითვლის
ბროწეულის წვენში გადახდილ კაპიკებს,
მე ვიცი,სუყველა ტკივილი გაივლის,
ყველა ტანჯვისათვის უფალი გაიღებს.
შენი საფლავიდან მიწა მოვიპარე,
ქვაზე რა ლამაზი სახელი წერია,


როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება , მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს რომელიც გაიღო ჩვენთვის" 


12.04.2012

არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო... თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით...
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით,
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად,
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,
სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს,
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ...
მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,
სასაცილოა... როდესაც ვტირი,
ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ...
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო...
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
ლექსებად მაინც გადავაქციო.


როდესაც ნახატს ხატავდა პიკასო
შენზე ამბობდა ჩუმად , მიყვარსო,
თვალზე სდის ცრემლი ბებერ რენუარს
მან ვერ გაუძლო თურმე შენს უარს.
სიბრაზით ამტვრევს როიალს ბახი
მის ნაცვლად ტაშს ხომ შენ გიკრავს ხალხი,
თავზე დაატყდა ტერენტის რისხვა
როდესაც შენში იპოვა ის სხვა.
გიყურებს სოკრატე , ფიქრებმა სცოდეს
მაინც წარმოთქვა მან : არასოდეს !
მაკედონელი შიშმა აიკლო
როცა მან შენი გული ვერ დაიპყრო.
ვერსად ვერ ნახა სხვა შენნაირი
და შეიშალა აინშტაინი,
ადამმა შენში გაცვალა ევა
სხვაგვარად ის ხომ ვერც მოიქცევა.
სამოთხეშიც კი მუდამ გელიან
ანგელოზები შენზე მღერიან,
შენი სხივები ყველას აშუქებს
შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს აუქმებს..


მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.
არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე."


14.12.2013

ძნელია,როცა მიდიხარ სხვა გზით და განზე გრჩება შენი სავალი, როცა ცდილობ და არავინ გაცლის , იყო ბოლომდე ალალმართალი. ძნელია,როცა დაგაქვს ფარული გულის ტკივილი და უხმოდ დნები, როცა ყველაზე შეგტკივა გული შენ კი არავის არ ედარდები. ძნელია, განსჯა საკუთარ თავის,


 ნეტავი სიკვდილს სიცოცხლეს ვუნაცვლებდე. ნეტავი სიკვდილის არსება გაჰქრეს სიცოცხლე მარადის, სიცოცხლე მარადის პირველია საფლავებს ჩაუქრობთ სანთელს.

მაგრამ ამაოა ოცნება ამგვარ
სიცოცხლის წყურვილით ვარ მუდამ დამთვრალი,ახალი დუმილით, აღივსო, სიცოცხლე როცა
თავს წარუდგა სიკვდილის მაშვრალი.

ვერ განაახლებს იმ უტკბეს წუთებს,
ან ვისას უსმენს ის გულის ძგერას,
მოიტანს დარდებს ცრემლებს და ვაებას
და ამით გააქრობს წამიერ ლხენას.

მას კი რაც სივრცით მზის არის ტოლი,
და ფიქრის, ფიქრის, ფიქრია, იგი
დარაც ცხოვრებას გაალამაზებს
სწორედ სიცოცხლის ნაბიჯია.




Blog
Blogs are being updated every 5 minutes