pandora's blog

pandora
42, Tbilisi, Грузија

15.09.2009

მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი არაფერი არა ხარ,
მაინც შემოგხარი, რატომ?
 


15.09.2009

შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...
ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...


შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,

მწყურალს სიყვარულით,კოცნა ეამება,

შენთან გათელილი ტრფობის ღამეები,

წარსულს გავატანო თვალებს ენანება.
ან კი რა მქონია,წარსულს რომ გადავცე.

თითო შეხება და თითო გაღიმება,

ან რა ვუსახსოვრო გული გამიძარცვე,

თავად გამიძარცვე შენი მოგონება.

შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,

სიტყვა დამწყვდეული უნდა გავაჭენო,

როდის ამიშენე შენს წინ დარაბები,

ჩემი გაზაფხული რომ ვერ გავაშენო?!

ჩემი სიყვარული ნაყოფს ვერ მოისხავს,

სარწყავს კალაპოტი თავად შეუცვალე,

მაგრამ გაიხარებს როგორც სარეველა,

როგორც სარეველა აღარ შეგიბრალებს.


15.09.2009

გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.


ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...
ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ...


15.09.2009

მანდ სულ წვიმები და ცუდი ამინდია,
აქ კი როგორ გითხრა - მგონი მოვიწყინე.
თეთრი მშრალი ღვინო შემომეჩვია და
ვეღარ მოვიცილე.


15.09.2009

სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,

უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა.

თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება,

მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება...


 
 


15.09.2009

არაფერია, მე გადავიტან გზები თუ გაიყო,
არაფერია თუ არ ვიცოდი ტკივილი რა იყო,
არაფერია თუკი ცხოვრებამ კარტი ჩაიწყო,
არაფერია! ყველაფერი ხომ არაფრით დაიწყო?!


ეს მერე,როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი
და დასასრული ფოთოლცვენას დაემგვანება,
ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.


15.09.2009

ამბობდი_
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.


Blog
Blogs are being updated every 5 minutes