Tedd's blog

Tedd
65, Tbilisi, Грузија

'...მეც ძაძით შევმოსე გული; მე ღამის სიჩუმეში ვარ – ღამეში ჩამარხული და სიჩუმით ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი სახელის ხსენება საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ ჩუმად გლოცულობ შენ!'

                      გიორგი ლეონიძე, ესსე 'თამარ!' 

                      გაზ. 'საქართველო', 1917წ. 30 აპრილი.




'...საერთაშორისო ფონდი: ქალბატონებს 18 წლის ზევით გთავაზობთ 100%-იან რეალურ სამსახურს: `მოწყობილების დის~ თანამდებობაზე შეიძლება მოსწავლე-ახალგაზრდობაც შეთავსებით სამსახურში მიღება და გასაუბრება არის უფასო.

ნეტავი რა 'მოწყობილებაა' და დის გარდა ძმა თუ სჭირდება:)))













ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ამერიკული ლიმუზინ–კატაფალკი თავზე დიდი ჯვრით. ის უცნაურად იდგა – წინა ბორბლები ქუჩაში ჰქონდა, ხოლო უკანა ტროტუარზე. ასე მდგარი მხოლოდ პოლიცია, სუტენიორები და ზოგიერტი ტაქსები მინახავს. ახალგაზრდა მძღოლს ისეთი აქტიური მოლოდინის გამომეტყველება ჰქონდა სახეზე, იფიქრებდი ახლა ვინმე მკვდარი ჩამოივლის და ხელს დაუქნევს – 'ძმურად ერთი სასაფლაოზე გამიყვანეო':))


Blog
Blogs are being updated every 5 minutes