Tedd's blog

Tedd
65, Tbilisi, Грузија

15.05.2009

 " ...ананасы в шампанском, ананасы в шампанском, 

это было так вкусно, искристо, остро..."

Игорь Северянин


’...მსოფლიოში საკმაოზე მეტია ადამიანი, ვისაც არავინ მიხმარებია, რომ გამოეღვიძა...’


’...მას, ვინც დიდხანს ცხოვრობდა ყოვლადმპყრობელი სიყვარულით და შემდეგ დაჰკარგა იგი, ზოგჯერ ღლის მისი კეთილშობილი მარტოობა. ის თვინიერად უბრუნდება ცხოვრებას და ბედნიერებას ჰპოვებს სრულიად ჩვეულებრივ გრძნობებში...’ 


’...პიროვნება უდიდესი სამკაულია ადამიანისა, პიროვნება დიდი და ძლიერი ხასიათის მატარებელი. მე მინდა ილია ჭავჭავაძე გამოვარჩიო მთელ ქართულ მწერლობაში. სწორედ ამ ხასიათიანი პიროვნებით. ისეთ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალისტური კულტურა სუსტია, იშვიათია ხასიათიანი პიროვნება. ხასიათი პიროვნების კულტურის გრადაციაა. უკულტურო ერს სწორედ თავისი უხასიათობის მიზეზით იმორჩილებს კულტურული.
   ხასიათის უდიდეს კრისტალიზაციად მოსე ითვლება ყოველ დროში, მიქელანჯელოს მოსე გრანიტის ბლოკზე მჯდარი. ერთი მისი შემოხედვა ხორცშესხმული მრისხანებაა. თითქოს უნდა წამოდგეს და უდიდესი მუქარა მის მძლე ნაკვთებზე აღბეჭდილი, ეს არის შიში მისი წარმოდგომისა და ამოძრავების მიმართ აღძრული...’
     
              1922, 10 სექტემბერი


უკიდურესი ჩრდილოეთი. ყველაფერი თოვლითაა დაფარული. განცალკევებულად მდგარი კაშკაშა ვარდისფერი შენობა. ყველა მხრიდან კედლებზე ვკიდივართ სამთო კომპლექტში ჩაცმულნი და შენობის წერტილოვან დანაღმვას ვატარებთ. შენობაში მომუშავე ელექტრონული კედლის საათი არ ჩანს, მაგრამ მისი წამმზომის ყოველი დარტყმა პირდაპირ გულზე მირტყამს. ჩვენ ყველა ვჩქარობთ. რადგან დრო ახლა ჩვენი მტერია. შემთხვევით გვერდზე ვიხედები და ჩემს ყურადღებას იპყრობს მოშორებით ქათქათა თოვლიან მთის კალთაზე ჩამუქებული ზოლი. ვეძახი დანარჩენებს და ძირს ვეშვები. მივდივარ იქით. ვუახლოვდები და საოცარ სურათს ვაწყდები. საუკუნოვანი თოვლის გადახსნილ ნაპრალიდან ასობით ჩაყინული ჩრდილოეთის ირმის, სავარაუდოდ კარიბუს, რქები და თავები მოსჩანს. ზვავმა მათ გამალებული რბოლისას მოუსწრო. საშველი არ იყო. მათივე ბედი გაიზიარეს პოლარულმა მგლებმაც, რომლებიც  აქა-იქ მოსჩანდნენ ჯოგის გარშემო. ჩავყევი ჯოგის თავს. სრულიად მარტო მივადექი ზღვის დათოვლილ დამრეც ნაპირს. ჯოგის თავი დაბლა წყლის ზოლში იკარგებოდა. ქვემოთ გაშლილიყო ჩრდილოული ზღვის ზედაპირი. ერთმანეთში ირევა ტყვიისფერი და ჩამუქებული იასამნისფერი - არარა.


დიდი და მაღალჭერიანი ოთახი დიდრონი მინებით, დიდი თეთრი ფარდებით და აივნით პირდაპირ ზღვას გაჰყურებს. ჰორიზონტიდან ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები ანათებს ოთახს. უეცრად ამოვარდნილი ქარი ააფრიალებს ფარდებს. მოულოდნელად მოვარდნილი ტალღა პირდაპირ ოთახისაკენ მოაგდებს საშუალო სიდიდის აფრიან გემს. წყალი, ფარდები და აფრები ერთმანეთში ირევა.


’...პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი...’

’...და სთქვა უფალმან - მე ვარ სიყვარული...’


’...მე მინახავს ისეთი რამ, რასაც თქვენ ხალხი არც კი დაიჯერებთ:
- კოსმიურ სივრცეებში უსაზმნო რბოლა წარმოუდგენელ სიჩქარით;
- ორიონის კარიბჭესთან მოგიზგიზე საბრძოლო კრეისერები;
- მეტეორიტთა ფერადი წვიმები შორეულ ფაქტორიებში და კიდევ მრავალი სხვა რამ. რამოდენიმე წამში კი ეს ყოველივე ჩემთან ერთად განიბნევა და გაჰქრება, როგორც ცრემლები წვიმაში.’


ვინ ჩამოვიდა საიდუმლო ვიზიტით დავით აღმაშენებელთან მუსლიმთა წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად?


previous 1 2 3 4 5 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes