irinee's blog

irinee
37, Kobuleti, Грузија

"Ar gexebi, minda gigrzdno,
gikvirs? nela blanti
mzera qreba titqos,
chreli wvima
tanamigrzdnobs
roca mtkiva,
gadazelil nislshi
suntqvas shevachereb,
rom ar vavno,
ar vatkino araperi,
ar gagvidzeb,
ar gexebi,
minda gigrdzno,
M E N A T R E B I ! "


" Ici sadamde Miyvarxar?! Aqedan da Ca rom gaixsneba elvis dros, ai iq cis shignitac MiYvArXaR!
Ici? ras vpiqrob, roca shenze vpiqrob? romelia upro kargi, shen, tu shenze piqri, da, ar vici romels gavimeteb dasaviwyeblad, albat verc erts, radgan orive dzalian MIYVARXART, shenc da shenze piqric...



გამიგონია ლექსს, რომ წერდნენ თურმე ლოთები
მუზად წინ ედგათ, შავი ღვინით სავსე ბოთლები
თითო სტრიქონზე, ერთ ფიალა ღვინოს შესვამდნენ
ამ დალოცვილი სითხით ალბათ ტვინს ილესავდნენ.

მუზას ღალატი არ სცოდნია იყო ულევი
ლოთებმაც შექმნეს პოეზია გამოულევი
ჩვენს სამშობლოზე, სიყვარულზე, ლამაზ ქალებზე
იმედის სხივით განათებულ ბავშვის თვალებზე.

სწორედ ამიტომ დასაგმობი არ არის ლოთი
ფხიზელს ნასვამზე მეტად უყვარს ჩხუბი და შფოთი
ღვინო მუზაა სიყვარულის არის მდინარე
ლექსიც იქმნება მის გემოდან გამომდინარე.

შუა ქლაქში ჩაძინებულს თუ ნახავთ ბოთლით
მას მათხოვარი არ უწოდოთ ლოთია-ლოთი
მიეცით ხურდა არ დაუწყოთ, ლანძღვა და გმობა
ის პოეტია დაპ ოეტად ლოთობამ შობა.

არც მეფეები არ ყოფილან ღვინოსთან მწყრალად
მათაც უყვარდათ


10.11.2010

ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..

იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..

სიყვარული


Ar miyvars:
cudi xasiatis adamianebi _chemi uxasiatobac myofnis,
sizmris raindebze danishnuli, uazrod sheyvarebuli qalebi,
romanis gmirebis aslebi,
gamorchenis miznit gachenili romantikosebi,
alersit daghlili wyvilebi,
umisamarto ghimili,
aramiwieri sinaze,
kocnamde axsnili siyvaruli,
stumrebistvis dadgmuli saqorwino ceremoniali,
dzalian saqmiani, dakavebuli "mechqareba_adamianebi",


ძნელია, როცა ტირილი გინდა,

ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.

ძნელია, როცა სიცილი გინდა

და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.

ძნელია, როცა შენ გული გტკივა

და რომ ვეღარ გრძნობ ვერავის სითბოს,

ძნელია, როცა ხელებზე გცივა

და ლამაზ თითებს არავინ გითბობს.

ძნელია, როცა თვალები სველი

ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.

ძნელია, როცა ვიღაცას ელი

და თან იცი, რომ

ის აღარ მოვა....


როცა ცრემლები
თვალებს მისველებს,
რად არ ჩერდება გული.
შენზე ლამაზი მოგონებების
ეხლა დამდგარა წუთი,
გამახსენდება შენი ღიმილი
უწყინარობა ნუკრის,
დამილოცნია ის სიყვარული
სიკვდილსაც რომ არ უფრთხის...


ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ

სიკვდილი არა არის რა.

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.

ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.

ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.

ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.

გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.

ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.

ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა,

ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.

სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.

იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა.

რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?

იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?

მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ...

ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის...

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.

თუ…


მოდი, მივატოვოთ ერთმანეთი,
მერე მონატრება შევშალოთ...
გრძნობით გავარღვიოთ უკუნეთი,
გულში არაფერი შევცვალოთ.

მერე, დამიძახე მონატრებულს,
სითბო დამაწიე საშენო,
სულში სიყვარულად მონათებულს,
ჩემში უშენობა გაჩვენო.

მოდი, სულ ცოტა ხნით მიმატოვე,
ვითომ წახვედი და არ ვიცი...
და როს გამაგიჟებს სიმარტოვე,
ნაცნობ ხეივანთან დაგიცდი.

როცა ბოლო სუნთქვა გაილევა,
და როს ჰაერივით გინატრებ,
ირგვლივ ყველაფერი აირევა,
უკან დაბრუნდი და გიმარტებ.

ისევ აპრილივით ავკვირტდები,
სურნელს შემმატებენ ატმები,
მოხვალ, უცხოსავით მაკვირდები,
მე კი, შენი მზერით დავტკბები.

არა, უშენობა არ მიხდება,
ასე, ხუმრობაც კი მაშინებს,
ვიდრე სიხარული წამიხდება,
გიხმობ, დამიბრუნდი მაშინვე.

ხვალეც, თუ გითხარი წადიმეთქი,
არა –ნორმალური მიწოდე..
ოღონდ, არ გაგიწყრეს კიდევ ღმერთი
და არ დამიჯერო იცოდე.


და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინი!
- გაფოფრილია...
- ვარდი?
- შაბლონურია...
- აბა რა?!
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, - განაგრძო ალექსანდრომ, - სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლაც, მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ...♥


Blog
Blogs are being updated every 5 minutes